"არჩევნებში ჩვენ 40%-მდე ავიღებთ, თუ 10%-ს ნიკა მელია და ნიკა გვარამია აიღებენ, მოვსულვართ ხელისუფლებაში" - პაატა მანჯგალაძე
„სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, არჩევნებში ისინი 40%-მდე აიღებენ.
„ჩვენ ავიღებთ 40%-მდე, თუ 10%-ს ეგენიც [ნიკა მელია და ნიკა გვარამია] აიღებენ, მოვსულვართ ხელისუფლებაში, მადლობა მათ. 40%-მდე რომ ავიღებთ იქიდან ვიცი, რომ 2018 წელს გიორგი ვაშაძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად აიღო 40% და ახლაც მინიმუმ ასე ავიღებთ”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება კითხვას, რომ მსგავსი შედეგი არცერთმა საერთაშორისო კვლევამ არ აჩვენა, პაატა მანჯგალაძემ უპასუხა, რომ 2018-ში 17%-ს უწერდნენ და 40% მიიღეს, ახლა კი უფრო მეტს უწერენ.
სიახლეები
- " საქართველო არ არის ვინმეს ვასალი, რომელსაც ვიღაც თავისი ინტერესებისთვის გამოიყენებს, ჩვენ ვიცავთ ამ ქვეყანას " - კახა კალაძე
- " ქვეყანაში სულ სამი პარტია არსებობს, „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“, ქართველი ხალხი არჩევანს „ქოცებსა“ და „ნაცებს“ შორის თუ გააკეთებს, ჩვენთვის მაჩვენებელი იქნება, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება " - იაგო ხვიჩია
- სიმინდის სალათა
- ოპოზიცია სენატორ ჯო ვილსონს წერილს უგზავნის, ისინი კონგრესს არჩევნებზე დაკვირვებას სთხოვენ
- ჩეხეთში მსხვერპლი მოჰყვა სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახებას