"ქართულ ოცნებას“ ისეთი მმართველობის ფილოსოფია აქვს, რამდენითაც არ უნდა გაზარდონ ხელფასი, ხალხის ფულს მაინც მოიპარავს, ასეთია მათი ბუნება"
„ქართულ ოცნებას“ ისეთი მმართველობის ფილოსოფია აქვს, რომ რამდენითაც არ უნდა გაზარდონ ხელფასი, ხალხის ფულს მაინც მოიპარავს. ასეთია მათი ბუნება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მთავრობის წევრებისთვის ხელფასების შესაძლო ზრდაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ეს არის წახალისება იმისა, რომ მმართველმა პარტიამ „უფრო ეფექტურად ძარცვოს ხალხი“.
„შესაბამისად, კარგი ღონისძიება იქნებოდა დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც ხალხის სამსახურშია, მაგრამ „ქართული ოცნება“, რომელიც ხალხის სამსახურში კი არ არის, არამედ ივანიშვილის სამსახურშია, ივანიშვილის კლანი მდიდრდება და ხალხი ღარიბდება, ამ პირობებში, ეს არის ამათი დამატებით წახალისება, რომ უფრო კარგად და ეფექტურად ძარცვონ ხალხი. ეს არანაირ ეფექტს მოიტანს, ვიდრე „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი არის მთავრობაში“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
გარდა ამისა, მან ისაუბრა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული 9 პუნქტის შესრულების აუცილებლობაზე.
„9 პუნქტის შესრულების მთავარი გამოწვევა არის ივანიშვილის პარტია, რომელიც ორიენტირებულია ხალხის ძარცვაზე და ივანიშვილის გამდიდრებაზე. მე ვსვამ კითხვას საქართველოში ერთნახევარჯერ, ვინ გამდიდრდა „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის გარდა? - არავინ! მცირე ჯგუფი მდიდრდება და ხალხი ღარიბდება, საქართველოს მოქალაქე ქვეყნიდან გარბის და „ქართული ოცნება” მდიდრდება. კი, მათ აისრულეს ოცნებები, მაგრამ ხალხმა აისრულა ოცნება? კითხვას ვსვამ, ვისი ოცნებაა, რომ ქართველები არ იყვნენ საქართველოში. კიდევ ერთხელ, მინდა, რომ მდინარაძემ და პაპუაშვილმა გვიპასუხოს, სომხეთში რატომ არის ის პროდუქტები უფრო იაფი, რომელიც საქართველოდან შედის. მინდა, ამაზე დისკუსია იყოს!“-განაცხადა მანჯგალაძემ.
სიახლეები
- „რუსეთს იმედი აქვს, რომ „თეთრ სახლში თავის კაცს დასვამს“ და ამით ნატოს ძლიერებას დაასუსტებს“ – უცხოური პრესა
- "ცვლილებები ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, ვერ დაიგეგმება გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ მესამე მოსმენით მიიღება კანონი"- პრემიერი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისისთვის
- "სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ტყუილად არ დაუკავებიათ არავინ, ეს ადამიანები ახორციელებდნენ ძალადობას"
- "გდდ-ს ყველა თანამშრომელი ეჭვმიტანილია არაადამიანურ მოპყრობაში, წამებასა და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში"