"არ შეიძლება აქცია თანდათან პოლიტიკური ხდებოდეს და პარტიები იყვნენ მის სათავეში - პოლიტიკოსების სათავეებთან გამოჩენა ცუდად აქვს დაცდილი ქართველ ხალხს" - იაგო ხვიჩია
მე ვფიქრობ, დიდი ხნის განმავლობაში ამ ფორმით აქციები ვერ გაგრძელდება, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ორგანიზატორები, „ენჯეო“ სექტორი, თავისი პროფილით შეზღუდულები არიან, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე საუბრისას განაცხადა.
ხვიჩიას განმარტებით, არ შეიძლება, რომ აქცია თანდათან პოლიტიკური ხდებოდეს და მის სათავეში პოლიტიკური პარტიები ექცეოდნენ.
„ჩემი აზრით, რა კანონიც იყო, ის პასუხი გუშინ საქართველოს ხელისუფლებამ ქართველი ხალხისგან მიიღო. უბრალოდ, მე ვფიქრობ, დიდი ხნის განმავლობაში ამ ფორმით აქციები ვერ გაგრძელდება, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ორგანიზატორები, „ენჯეო“ სექტორი თავისი პროფილით შეზღუდულები არიან. ზოგადად არ შეიძლება, რომ აქცია თანდათან პოლიტიკური ხდებოდეს და პოლიტიკური პარტიები იყვნენ მის სათავეში. იცით, რომ პოლიტიკური პარტიების სათავეებთან გამოჩენა ცუდად აქვს დაცდილი ქართველ ხალხს და ზოგადად, ისე ჩნდებიან, რომ ხალხი მერე იშლება. ამიტომ, მე მგონია, რომ რაც შეიძლება „ენჯეო“ სექტორმა ყველაზე კარგი გააკეთოს, არის, რომ დააორგანიზოს პოლიტიკოსების საჯარო დებატები და შეხვედრები ერთმანეთთან. იმისთვის, რომ ხალხის თვალწინ იგრძნობოდეს ის პოზიციები და დაპირებები, რომელსაც ოპოზიცია და სხვადასხვა პოლიტიკური ძალა შეასრულებდა იმ შემთხვევაში, თუ ის ხელისუფლებაში იქნებოდა არჩევნების შემდეგ“, - აღნიშნა ხვიჩიამ.
სიახლეები
- "ყველაზე მეტად, რაც ჭირდება ჩვენ ქვეყანას ეს არის მშვიდობის შენარჩუნება და ხელისუფლება ამისთვის გააკეთებს ყველაფერს, მიუხედავად ნებისმიერი ზეწოლისა" - კახა კალაძე
- ნაკვერჩხალზე შემწვარი კარტოფილი
- უკრაინაზე დრონებით მორიგი შეტევა იყო
- ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვივაჭრებთ - „ოცნება“ „აგენტების კანონის“ სანაცვლოდ MEGOBARI Act-ზე
- " ეს არის შანტაჟისა და მუქარის ენა - სანქციების დაწესების არავის ეშინია, თუმცა ეს არ არის სწორი დამოკიდებულება" - კახა კალაძე სანქციებზე