ამ გვერდის ამობედვა

"შეკრების დაგეგმვა ინტენსიურმა მომართვამ განაპირობა" - გია ვოლსკი

შეკრების დაგეგმვა ძალიან ინტენსიურმა მომართვამ განაპირობა - საზოგადოება გრძნობს ხიფათს იმისა, რომ ეს საერთაშორისო არენაზე, თუნდაც რეგიონში დანთებული ცეცხლი, შეიძლება, გადმოედოს საქართველოს და შეირყეს ის სტაბილური პროცესი, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას პოზიტიურად ახასიათებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ 29 აპრილს, "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ შეკრებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, მართალია, შეკრებაზე "ქართული ოცნების" დროშა აფრიალდება, მაგრამ არავინ უნდა იფიქროს, რომ იქ მხოლოდ მმართველი გუნდის მხარდამჭერები იქნებიან.

"დაგეგმილი შეკრება განაპირობა ძალიან ინტენსიურმა და დიდი რაოდენობით მომართვებმა, რომელიც ჩვენს პარტიაში შემოდის. მართალი გითხრათ, ეს არ ეხება მხოლოდ იმ ხალხს, ვინც გადაჭრით მხარს უჭერს "ქართულ ოცნებას" მხოლოდ. საზოგადოება გრძნობს ხიფათს იმისა, რომ ეს საერთაშორისო არენაზე, თუნდაც რეგიონში დანთებული ცეცხლი, შეიძლება, გადმოედოს საქართველოს და შეირყეს ის სტაბილური პროცესი, რომელიც დღეს ახასიათებს ჩვენს ქვეყანას პოზიტიურად. მართალია, ამ შეხვედრაზე "ქართული ოცნების" დროშა აფრიალდება, მაგრამ არავინ იფიქროს, რომ აქ მხოლოდ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები იქნებიან. არიან პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანები, არიან ადამიანები, ვისაც არც ერთი პარტიის მხარდაჭერა არ უნდათ, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ფიქრობენ იმ უსაფრთხოებაზე, რაც მათ შვილებს და მათ ოჯახებს სჭირდებათ," - განაცხადა ვოლსკიმ.

წაკითხვა 107 ჯერ