"ჩემი აზრით, საიამ უნდა თქვას, რომ დიახ, ამერიკული ძალა მაფინანსებდა და ამერიკული და ევროპული ძალის ინტერესი იყო, საქართველოს სტრასბურგში სრულყოფილი სარჩელი წარედგინა - ამაში სასირცხვილო არაფერია! " - მამუკა მდინარაძე
ჩემი აზრით, საიამ უნდა თქვას, რომ დიახ, ამერიკული ძალა მაფინანსებდა და ამერიკული და ევროპული ძალის ინტერესი იყო, რომ საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში სრულყოფილი სარჩელი წარედგინა - ამაში სასირცხვილო არაფერია! პირიქით მადლობა, რომ ამერიკული ძალის ინტერესი იყო, საქართველოს კარგი სარჩელი წარედგინა და ამისთვის იღვწოდნენ! - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეების სახელით რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრები წარადგინა.
მდინარაძემ განაცხადა ისიც, რომ „საქართველოს ინტერესიც ბუნებრივად იყო და ქართული, ამერიკული და ევროპული ინტერესი ერთმანეთს ემთხვეოდა“.
„ძალიან კარგია, რომ საია ოკუპაციასთან დაკავშირებით ადამიანებს საერთაშორისო სარჩელების მომზადებასა და საერთაშორისო სასამართლოებში გაგზავნაში ეხმარებოდა. აქვე გაგახსენებთ, სანამ ჩვენ არ ჩავერიეთ და „ისკანდერის“ ნაწილები არ იქნა მოძებნილი, ინტერესების ლობირებაზე რა პოზიციები გვქონდა... ვიღაცების უნიათობის გამო სარჩელი არ მიიღეს და წარმოება არ მიმდინარეობდა.
საბედნიეროდ, პროცესი საბოლოოდ მოვიგეთ. ძალიან დიდი მადლობა ამ ორგანიზაციებს, რაც მათ იღვაწეს, დიდი მადლობა დონორებს, საიდანაც ეს იყო დაფინანსებული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით - მუხლობრივად განხილვა ოპოზიციასა და "ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
სიახლეები
- ქათმის კუჭმაჭი
- "ზუსტად იგივე ხალხი, იგივე ევროპელები, იგივე ჩინოსნები და დიპლომატები გვაბრალებდნენ სააკაშვილის ტანჯვა-წამებას, რაც აღმოჩნდა ტყუილი და შემდეგ ბოდიშიც არ მოიხადეს" - შალვა პაპუაშვილი
- " ამათ თუ ვინმე გაჰყვება კიდევ, ცხვარი ვარო თავის თავს უნდა დააბრალოს – ატარებენ, ატარებენ ქუჩაში და გაჩერდებიან, გაუშვებენ სახლში " - გია გაჩეჩილაძე – ოპოზიციაზე
- ესპანეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა – ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა
- "თავისუფლების მოედანი" წინააღმდეგობის მოძრაობას იწყებს