ამ გვერდის ამობედვა

''ოპოზიციამ ხალხს მოუსმინოს და ეცადოს, რომ სწორი სამოქმედო გზა ხალხთან ერთად იპოვოს" - იაგო ხვიჩია

ოპოზიციამ ხალხის ნებას მოუსმინოს და ეს გამოიცნოს, თავად ნუ გამოიქცევა და ნუ ითხოვს გენერლობას, ხალხს მოუსმინოს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ სწორი სამოქმედო გზა ხალხთან ერთად უნდა იპოვოს.

 

„ხელისუფლებას ყოველთვის აქვს ადმინისტრაციული რესურსი, რომელსაც ჩაასხამს მარშუტკაში და მიჰყავს რაღაცის გასაპროტესტებლად ისე, რომ იმ ხალხმაც არ იცის. ზოგი მოგეხსენებათ დღეს ცუდ ცხოვრებას აპროტესტებდა. ზოგი საბჭოთა მმართველობის დასახმარებლად მოდიოდა. ძალიან ცუდად და შეურაცხმყოფლად ეპყრობიან ამ ხალხს. ძალიან ვწუხვარ და მეცოდებიან ეს ადამიანები, რომლებიც საკუთარი ნების, ოჯახის წევრების და შვილების ნების საწინააღმდეგოდ მოდიან და ამბობენ, რომ წინ საბჭოთა კავშირისკენ თუ უკანო, როგორც არის. ეს, რომ უწევთ ადამიანებს, თან გაცხადებულად ყველას, რომ ესმის, რა პროცესში მონაწილეობს ძალიან ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი. მე რამდენად მეკუთნის ბოდიშის მოხდა არ ვიცი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების ქმედებაზე ადამიანებს ეპყრობიან ასე შეურაცხმყოფლად. როგორც ადამიანი, რომელიც მომავალში აპირებს ხელისუფლებაში ყოფნას, პირობას ვდებ, რომ თუ ჩვენ აგვირჩევენ საქართველოს მოქალაქეებს არასოდეს ეს არ მოუწევთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

 

კითხვაზე, თუ კონტრაქცია ჩაინიშნება მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ხვიჩია პასუხობს: „დიახ, ოღონდ ჩვენ შუაში ჩავდგებით ჩვენი ატრიბუტიკით, რაც იმის ნიშანი იქნება, რომ ჩხუბში და დაპირისპირებაში არ ვმონაწილეობთ, გვინდა შუაში ვიდგეთ.

 

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ არც ერთ მხარესთან დასამალი არაფერი გვჭირს და შეგვიძლია, ორივე მხარეს პირნათლად დაველაპარაკოთ. ოპოზიციამ ხალხს მოუსმინოს. ხალხის ნებას მოუსმინოს და ეს გამოიცნოს. თავად კი ნუ გამოიქცევა სულ და ნუ ითხოვს გენერლობას, ხალხს მოუსმინოს და ეცადოს, რომ ბუნებრივად სწორი სამოქმედო გზა ხალხთან ერთად იპოვოს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

წაკითხვა 197 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 29 2024