ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა „ქართული ოცნება“ დატოვეს
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა - ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს.
ამის შესახებ საკრებულოს წევრებმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
„სამწუხაროდ უკანასკნელ პერიოდში თვალს ვადევნებთ მორალური ფასეულობების გადახედვის მცდელობას. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია შავის თეთრად წარმოჩენა. ჩვენთვის მიღებელია მურუსიძე-ჩინჩალაძე-ზარდიაშვილის სამართლიანობის მაგალითად გასაღება,“ - განაცხადა შაქარიშვილმა.
ვახტანგ შაქარიშვილი თბილისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოში "ქართულ ოცნებას" 2017 წლიდან წარმოადგენს, ჯაბა ჯიშკარიანი კი 2014/2017 წლებში მე-5 მოწვევის და 2017 წლიდან მე-6 მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო "ქართული ოცნებიდან".
სიახლეები
- „ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, რუსეთი ევროპის მასშტაბით დივერსიებს ამზადებს
- “კვირაზე მეტია, უშედეგოდ ველით პასუხს” – ქუთაისში მოქმედი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე
- "სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია უწყვეტ ნაკადად მოედინება" -კახა კალაძე
- "ჩვენი ხედვა და ძალისხმევა, შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავალი ჩვენი შვილებისთვის, ურყევია"