'' ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაც ხშირად არ ელოდებოდა ვენეციის კომისიის დასკვნას და ამ მხრივ, „ქართული ოცნება“ მისი წინამორბედისგან არ განსხვავდება''-ანა დოლიძე
ნაბიჯით, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ უზენაესი სასამართოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კანონპროექტის განხილვა მანამ იქნება,
ვიდრე ჩვენ ვენეციის კომისიის დაკვნას ვნახავთ, ხელისუფლება არადემოკრატიულობის ხასიათს ავლენს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განუცხადა.
ანა დოლიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაც ხშირად არ ელოდებოდა ვენეციის კომისიის დასკვნას და ამ მხრივ, „ქართული ოცნება“ მისი წინამორბედისგან არ განსხვავდება.
„ამის შემდეგ, საერთოდ, როგორ უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას პრეტენზია, რომ ეს პროცედურა გამჭვირვალე და დემოკრატიული იქნება. თვითონ ჩართეს ამ პროცესში ვენეციის კომისია და ახლა ქმნიან სიტუაციას, როცა თავისი მოსაზრება გზაში უნდა დაგვაწიოს ვენეციის კომისიამ. ირაკლი კობახიძისპარლამენტი ამ მხრივ, არანაირად არ განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გადადგმული მსგავსი ნაბიჯებისაგნ, როცა არაერთხელ იყო შემთხვევა, რომ ვენეციის კომისიის პოზიციას არ დაელოდნენ. ეს იყო ხელწერა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს.
ამის მერე, ყველანაირი უფლება ერთმევათ ირაკლი კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“, რომ საკუთარი თავი განასხვავონ იმ რეჟიმისგან. პირიქით, მე მგონი, სხედან და იქიდან სწავლობენ მიდგომებს. რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი მიუღებელია, თავად კომისიის მიმართ არის უპატივცემულობა, რომლის დასკვნაც, სულ მცირე, მაგიდაზე უნდა იდოს და განხილვასა და მსჯელობას უნდა ექვემდებარებოდეს, სანამ მეორე მოსმენით დაიწყება განხილვა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
მისი თქმით, ასეთი პროცესიდან ერთადაერთი გამოსავალი ერთიანობაა.
„მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ შეცვალოს ამ პროცესის ხასიათი და თუ ერთ მხარეს არის „კლანი“, მეორე მხარეს მან უნდა დაინახოს ხალხი. აქ იგულისხმება ყველა, არასამთავრობოები, ჩვენ, პოლიტიკოსები, აქტივისტები, იმიტომ, რომ უზენაესი სასამართლო არ არის მხოლოდ ვიღაცის. ეს არის ყველა იმ ადამიანის მომავალი, ვინც აპირებს, იცხოვროს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა დოლიძემ.
interpressnews.ge
სიახლეები
- „საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
- საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ - გერმანიის საგარეო უწყება
- ვიზალიბერალიზაცია დავიწყეთ ჩვენ, მაგრამ ამათმა, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, ესეც უკუღმა წაიყვანეს
- მაკარონი მდნარი ყველით
- " როგორ შეიძლება მოწოდებები გააკეთო დაპირისპირებაზე? „ოცნება“ ხომ არ ხარ? - ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო განცხადებებისგან "-ბექა ლილუაშვილი გიორგი ვაშაძის განცხადებაზე