ამ გვერდის ამობედვა

"შენ გაჩუმდი მანდ, ჭკვიანად იყავი"- ანრი ოხანაშვილი ნიკა მელიას

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ კანონპროექტი უნდა განიხილონ, კანონპროექტის მომხსენებელმა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, რომ სირცხვილია მათი ქცევა და დამშვიდებისკენ მოუწოდა.

 

„კოლეგებო, არ გსურთ მოსმენა? სირცხვილია, საზოგადოებას გავაგებინოთ რაზეა საუბარი. გეშინიათ ამისი? აგიხსნით ყველაფერს,“ - მიმართა ოხანაშვილმა ოპოზიციას.

 

ამასთან, ოხანაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას შეეკამათა. „შენ გაჩუმდი მანდ. ჭკვიანად იყავი,“ - მიმართა ოხანაშვილმა მელიას.

წაკითხვა 1304 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 18 2019