"რუსეთი არის ოკუპანტი - გული მწყდება, როდესაც ვხედავ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას სხვაგვარად ხედავენ"
ის, რომ ასეთი მოსაზრებები და პოზიციები არსებობს, ბუნებრივია მათ ვერავინ ჩაახშობს და აკრძალავს, რადგან ესეც აზრის თავისუფლებაა, მაგრამ ამას უნდა დავუპირისპიროთ სწორი და პრინციპული პოზიცია - ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა რუსეთია, როგორც ოკუპანტი ქვეყანა,
- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა „უკვდავი პოლკის“ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
ჩუგოშვილის თქმით, „უკვდავი პოლკის“ მიერ ჩატარებული აქციის შინაარსის გაგება მას, როგორც საქართველოს ერთ მოქალაქეს, ძალიან უჭირს.
„მსგავს დისკუსიებს ერთ-ერთი მთავარი, რაც შეიძლება დავუპირისპიროთ, ეს არის სწორი და ხმამაღალი პოზიცია - რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი ქვეყანა.მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20% და ყოველდღიურად აგრძელებს ადამიანებს გატაცებას და წამებას, მკვლელობის ფაქტები გრძელდება და ა.შ. სამწუხაროდ ეს ყველაფერი არის ჩვენი რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.
გული მწყდება, როდესაც ვხედავ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას სხვაგვარად ხედავენ. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქისთვის, ეს გაუგებარია. ძალიან მიჭირს ამის გაგება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
სიახლეები
- 5 ყველაზე გავრცელებული, გამაღიზიანებელი ფაქტორი, რომლებიც მაღალი IQ-ს მქონე ადამიანებს აბნევს
- "საერთაშორისო იურისდიქციის ქვეშ არჩევნების მოთხოვნა არის საჩუქარი „ოცნებისთვის“ - გიორგი გახარია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 31 ოქტომბრისთვის
- "საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები, პროკურატურას ვურჩევდი, შეუდგეს თავის საქმეს" - პრეზიდენტი
- "პუტინის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ არის, საქართველოში ბევრი რუსია" - ზელენსკი