ამ გვერდის ამობედვა

პუტინისა და მისი "მაფიოზური" გარემოცვის 800 მლრდ-იანი ქონება - ბრიტანელი პოლიტოლოგების სკანდალური წიგნი რუსეთზე

აპ­რილ­ში გა­მომ­ცემ­ლო­ბა Individuum-მა ბრი­ტა­ნე­ლი ის­ტო­რი­კო­სი­სა და პო­ლი­ტო­ლო­გის, მარკ გა­ლე­ო­ტის წიგ­ნი "ქურ­დე­ბი" გა­მოს­ცა, სა­დაც ავ­ტო­რი რუ­სეთ­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შუ­ა­ლის ის­ტო­რი­ებს ჰყვე­ბა. გა­ლე­ო­ტი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტია,

სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ნა­შა­უ­ლი­სა და რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მუ­შა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, 2019 წელს, მისი 3 წიგ­ნი გა­მო­ი­ცა - დონ­ბა­სის ომზე, ჰიბ­რი­დულ ომსა და ვლა­დი­მერ პუ­ტინ­ზე. გა­მო­ცე­მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ავ­ტო­რი კრემ­ლი­სა და მა­ფი­ო­ზე­ბის კავ­ში­რებ­ზე სა­უბ­რობს, სა­დაც მთა­ვარ როლს პუ­ტი­ნის "მარ­ჯვე­ნა ხელი", ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნი ას­რუ­ლებს.

ავ­ტო­რის თქმით, რუ­სე­თი მა­ფი­ო­ზუ­რი ქვე­ყა­ნა არ არის, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფო­სა და კრი­მი­ნა­ლებს საკ­მა­ოდ ბნე­ლი კავ­ში­რე­ბი აქვთ, ამ კავ­ში­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით იმარ­თე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც 90-ინი წლე­ბი­დან იღებს სა­თა­ვეს. გა­ლე­ო­ტი რამ­დე­ნი­მე ფაქტს გა­მო­არ­ჩევს, სა­დაც ФСБ და განსგტე­რე­ბი ერ­თობ­ლი­ვად მუ­შა­ო­ბენ.

 

"კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თია ეს­ტო­ნე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლის, ეს­ტო­ნერ კოხ­ვე­რას ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ФСБ-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ეს­ტო­ნეთ­ში აიყ­ვა­ნეს, შემ­დეგ კი, ჯა­შუ­შო­ბის­თვის გა­ა­სა­მარ­თლეს და პა­ტიმ­რო­ბაც მი­უ­სა­ჯეს. სა­ბო­ლო­ოდ გა­ირ­კვა, რომ ის სი­გა­რე­ტის კონ­ტრა­ბან­დას აკონ­ტრო­ლებ­და. საქ­მე ის არის, რომ რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი საკ­მა­ოდ ხში­რად "ავერ­ბოვ­კე­ბენ" ეს­ტო­ნე­ლებს სი­გა­რე­ტის კონ­ტრა­ბან­დით, რა­საც თვალ­თვა­ლი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ, სა­ნაც­ვლოდ, მათ სა­ზღვრის თა­ვი­სუფ­ლად გა­დაკ­ვე­თის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლე­ვენ. ყვე­ლამ ვი­ციც, რო­გორც და­ხო­ცეს ჩეჩ­ნე­ბი თურ­ქეთ­ში, თურ­ქე­თის პო­ლი­ცი­ამ კი გა­ნა­ცხა­და, რომ ეს მოს­კო­ველ­მა განსგტერ­სებ­მა გა­ა­კე­თეს, რომ­ლებ­საც თურ­ქეთ­ში თა­ვი­ან­თი ინ­ტე­რე­სე­ბი ჰქონ­დათ - "ისი­ნი ჩა­მო­ვიდ­ნენ, თა­ვი­ან­თი საქ­მე გა­ა­კე­თეს და წა­ვიდ­ნენ". თურ­ქე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არი­ან, რომ ისი­ნი რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა და­ა­ვერ­ბოვ­კეს", - ამ­ბობს წიგ­ნის ავ­ტო­რი, რომ­ლის თქმი­თაც, რუ­სეთ­სა და და­სავ­ლეთს შო­რის ამ­ჟა­მად ძა­ლი­ან მძი­მე კონ­ფლიქ­ტია. ამ კონ­ფლიქ­ტის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი კი სწო­რედ სპეცმსა­სა­ხუ­რე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბია, რომ­ლებ­საც და­სავ­ლუ­რი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სხვა­ნა­ი­რი ტაქ­ტი­კა აქვს.

მი­სი­ვე თქმით, რო­გორც ლიტ­ვი­ნენ­კოს, ასე­ვე სკრი­პა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი დე­მონ­სტრა­ცუ­ლი იყო, არა­ვის უც­დია მათი და­მალ­ვა, "პი­რი­ქით, თე­ატ­რა­ლი­ზე­ბუ­ლიც კი იყო - თუ ვინ­მეს მოვ­ლა გსურს, ამას უკვე მო­ხერ­ხე­ბუ­ლად აკე­თებ და არა პო­ლო­ნი­უ­მი­სა და "ნო­ვი­ჩო­კის" გა­მო­ყე­ნე­ბით, რაც ნიშ­ნავს, რომ ამის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა გინ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა სკრი­პალს, ამით მოს­კოვ­მა ლონ­დონს უთხრა - ყვე­ლა, ვინც რუ­სეთს ასე მო­ექ­ცე­ო­და, იგი­ვე ელო­და... რუ­სე­თი ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით, ის "სუ­პერ­ძერ­ჟა­ვა" არ არის, ისე­თი, რო­გო­რიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს იყო ან სუ­ლაც ახლა ამე­რი­კაა, თუმ­ცა ცდი­ლობს, და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლიო აი­ძუ­ლოს, მას ისე შე­ხე­დონ, რო­გორც ერთ-ერთ გავ­ლე­ნი­ან სა­ხელ­მწი­ფოს. სკრი­პალ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბრი­ტა­ნე­თის პო­ზი­ცია იმა­ზე რბი­ლი იყო, ვიდ­რე ელოდ­ნენ", - წერს ავ­ტო­რი.

ბრი­ტა­ნე­ლი ის­ტო­რი­კო­სი რუს­თის კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­საც ეხე­ბა და ამ­ბობს, რომ დედ-ჰა­სა­ნის მკვლე­ლო­ბას იმა­ზე ფარ­თო კონ­ფლიქ­ტი უძღო­და წინ, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ ერთი გავ­ლე­ნი­ა­ნი კრი­მი­ნა­ლის მო­შო­რე­ბაა. "ამი­ტო­მაც, რო­გორც კი სა­ხელ­მწი­ფო სტა­ტუს-კვოს და­აღ­ვევს, არ გა­მოვ­რი­ცხავ, ია­ტაკ­ქვე­შა სამ­ყა­როს აფეთ­ქე­ბას", - აღ­ნიშ­ნავს მარკ გა­ლე­ო­ტი.

ის რუ­სე­თის მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის, ბო­რის ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბა­ზეც სა­უბ­რობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ "ეს იყო სა­ხელ­მწი­ფო დო­ნის მკვლე­ლო­ბა, რომ­ლის გა­მო­ძი­ე­ბა, მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფოს შე­უძ­ლია, ოღონდ სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში".

"რუ­სეთს ხში­რად უწო­დე­ბენ "მა­ფი­ო­ზურ სა­ხელ­მწი­ფოს", რაც ჩეჩ­ნეთს უფრო შე­ე­ფე­რე­ბა - ეს არის ერთი კა­ცის დიქ­ტა­ტუ­რა, რო­მელ­მაც მოს­კო­ვის და­ფი­ნან­სე­ბას მი­აღ­წია და სწო­რედ ამ ფულ­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი დიქ­ტა­ტუ­რაც, სა­დაც უამ­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი ხდე­ბა, ოღონდ ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბის კი არა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ანუ პუ­ტი­ნის მხრი­დან".

სა­ერ­თოდ, პუ­ტი­ნი რუ­სეთს მი­ნიშ­ნე­ბე­ბით მარ­თავს, ანუ ადა­მი­ა­ნებ­მა თა­ვად უნდა მიხ­ვდე­ნენ, რა ელით მათ. ასეა მო­წყო­ბი­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­რო. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ასე იმი­ტომ არ იქ­ცე­ვი­ან, რომ განგსტე­რე­ბი არი­ან, უბ­რა­ლოდ, ისი­ნი ასე მუ­შა­ობ­დნენ ჯერ საბ­ჭო­თა, შემ­დეგ კი რუს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან. ამ ფორ­მით გა­ნი­ცა­დეს ევო­ლუ­ცია", - მი­აჩ­ნია პო­ლი­ტო­ლოგს.

კი­თხვა­ზე, იქ­ცე­ვა თუ არა პუ­ტი­ნი განგსტე­რი­ვით სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ბრი­ტა­ნე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გი პა­სუ­ხობს, "პუ­ტი­ნის ქმე­დე­ბა ზოგ­ჯერ ისე­თია, რომ ზო­გი­ერთს მას­თან მე­ტო­ქე­ო­ბის სურ­ვილ­საც კი უკარ­გავს, თუმ­ცა ეს ცი­ხის ეზო­ში გა­დარ­ჩე­ნის­თვის ბრძო­ლას წა­ა­გავს".

კი­დევ ერთი სა­კი­თხი, რა­ზეც ბრი­ტა­ნე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გი სა­უბ­რობს, არის, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნი, იგი­ვე "კრემ­ლის მზა­რე­უ­ლი", პუ­ტი­ნის მარ­ჯვე­ნა ხელი, გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბით, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ავ­ტოკ­რა­ტი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

"მან თა­ვი­სი კა­რი­ე­რა კრემლში გა­ი­კე­თა - ის მარ­თავ­და რეს­ტორ­ნებს, კვე­ბავ­და ჯარს და მარ­თავ­და ტრო­ლე­ბის ფაბ­რი­კას, ახლა კი მისი "ვაგ­ნე­რე­ბის" ჯგუ­ფი მთელ მსოფ­ლი­ო­ში მოქ­მე­დებს. მისი თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თვის საკ­მა­რი­სია სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის ინფრა­ს­ქ­ტუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა - კავ­ში­რე­ბი პირ­და­პირ განგსტე­რებ­ზე კი არა, რეს­პექ­ტა­ბე­ლურ კომ­პა­ნი­ებ­ზე გა­ვი­და, რო­მელ­თა უკა­ნაც ადა­მი­ა­ნე­ბით მო­ვაჭ­რე მა­ფი­ო­ზე­ბი დგა­ნან. ეს პრი­გო­ჟი­ნის ხელ­წე­რაა, ასე მუ­შა­ობს მისი პერ­სო­ნა, თუმ­ცა, მთლი­ა­ნო­ბა­ში ის პუ­ტი­ნის­თვი სა­ჭი­რო ფი­გუ­რაა", - წერს პო­ლი­ტო­ლო­გი.

ამ რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, რამ­ზან კა­დი­რო­ვის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი, სე­ნა­ტო­რი, არა­შუ­კო­ვი პირ­და­პირ ფე­დე­რა­ცი­ის სხდო­მა­ზე და­ა­კა­ვეს. ეს იმის დე­მონ­სტრი­რე­ბა იყო, რომ ძა­ლი­ან დიდ სი­მაღ­ლე­ებ­ზეც არ უნდა იხ­ტუ­ნაო, თო­რემ თუ სა­ხელ­მწი­ფომ მო­ინ­დო­მა, ყვე­ლას მის­წვდე­ბა.

კი­დევ უფრო მწვა­ვედ აფა­სებს რუ­სეთ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას, ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს უფ­რო­სი მკვლე­ვა­რი ან­დერს ას­ლუნ­დი, თა­ვის წიგნ­ში, რო­მე­ლიც ასე­ვე ახ­ლა­ხან გა­მო­ი­ცა და რო­მელ­შიც ავ­ტო­რი პუ­ტინ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი რუსი ოლი­გარ­ქე­ბის 800 მი­ლი­არ­დი­ან ქო­ნე­ბა­ზე სა­უბ­რობს.

amerikiskhma.com-ის ცნო­ბით, ავ­ტო­რი, აღ­წერს, თუ რო­გორ იყე­ნებს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი ეკო­ნო­მი­კურ სის­ტე­მას ქვე­ყა­ნა­ზე კონ­ტრო­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად.

"მან სა­ხელ­მწი­ფო სა­წარ­მო­ე­ბის, სა­სა­მარ­თლოს და სუკ-ის სა­თა­ვე­ში მისი ახლო მო­კავ­ში­რე­ე­ბის და­ნიშ­ვნით, სა­კუ­თა­რი ბიზ­ნეს-მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში მოღ­ვა­წე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში შე­ი­ძი­ნა, გა­ამ­დიდ­რა. წიგ­ნის ავ­ტო­რის თქმით, "პუ­ტინ­მა მის­და­მი ერ­თგუ­ლი "პლუ­ტოკ­რა­ტია" შექ­მნა, რო­მელ­საც ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი კვე­ბავს. პირ­ვე­ლი ვა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში პუ­ტინ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­სო­ლი­და­ცია მო­ახ­დი­ნა. და­სა­წყის­ში, ის ყვე­ლას­თვის ყვე­ლა­ფე­რი იყო, რუ­სე­თის სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კაც წინ მი­დი­ო­და. შემ­დეგ კი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უზურ­პა­ცი­ის კვალ­დაკ­ვალ, ოლი­გარ­ქებ­თან ბრძო­ლა­ზე გა­და­ერ­თო, რა დრო­საც მი­ხე­ილ ხო­დორ­კოვ­სკის პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. ავ­ტო­რი ამ­ბობს, რომ მე­სა­მე ვა­დით, არა­ფორ­მა­ლუ­რად მარ­თვი­სას, პუ­ტინ­მა კლა­ნობ­რი­ვი კა­პი­ტა­ლიზ­მის შე­ნე­ბა და­ი­წყო, და ქვე­ყა­ნა­ში მთა­ვა­რი ბიზ­ნე­სე­ბის კონ­ტრო­ლი სა­კუ­თა­რი მე­გობ­რე­ბის ახლო წრეს გა­დას­ცა. მი­სი­ვე თქმით, პუ­ტი­ნი და მისი წრე რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კი­დან ყო­ველ­წლი­უ­რად 25 მი­ლი­არდ დო­ლარს იტა­ცებს. კა­პი­ტალს ისეთ და­სავ­ლურ ქვეყ­ნებ­ში ინა­ხა­ვენ, სა­დაც კა­ნო­ნი და­ცუ­ლია. მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კა­სა და ბრი­ტა­ნეთ­ში, სა­დაც კა­ნო­ნი და­ცუ­ლია და იმე­დი აქვთ, რომ მათ კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­საც და­ი­ცა­ვენ. ამ ქვეყ­ნებ­ში რუსი ოლი­გარ­ქე­ბი სხვა­დას­ხვა მე­თო­დე­ბით ათეთ­რე­ბენ ფულს, იქ­ნე­ბა ეს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შეს­ყიდ­ვა თუ სხვა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, ფუ­ღუ­რო კომ­პა­ნი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით", - წერს გა­მო­ცე­მა amerikiskhma.com წიგ­ნის ავ­ტორ­ზე დაყ­რდნო­ბით.

ambebi.ge

წაკითხვა 1168 ჯერ

სიახლეები