ამ გვერდის ამობედვა

"უნდა ბიჭს რომ ჩავიდე?" - რას პასუხობს სააკაშვილი საქართველოში ექსტრადირების შესახებ შეკითხვას

უნდა ბიჭს რომ ჩა­ვი­დე? რა პრობ­ლე­მაა - მე აგერ ვარ და და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ ამ სურ­ვილს

 

„უნდა ბიჭს რომ ჩა­ვი­დე? რა პრობ­ლე­მაა. მე აგერ ვარ და და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ ამ სურ­ვილს“, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც მისი ექ­სტრა­დი­რე­ბის სა­კითხს შე­ე­ხე­ბო­და.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მისი უკ­რა­ი­ნა­ში ჩას­ვლის შემ­დეგ, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ „სა­ო­ცარ პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­და“.

 „მთე­ლი მისი ეს ჯოგი არის სა­ო­ცარ პა­ნი­კა­ში, ის­ტე­რი­კა­ში და ახლა თა­ვის ჭკუ­ით მო­ი­ფიქ­რა, რო­გორ და­ა­წყნა­როს ესე­ნი. ეს არ უშ­ვე­ლით, იმი­ტომ, რომ ეს აუხ­დე­ბათ, რა­საც მო­ი­სურ­ვე­ბენ, მი­ე­ცე­მათ. ჩემი ჩას­ვლა უნ­დათ? აუ­ცი­ლებ­ლად მი­ე­ცე­მათ, მა­გის გა­რან­ტი­ას ვაძ­ლევ. მე ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა ჩემს და­პი­რე­ბას ვას­რუ­ლებ. აქ ხომ ვთქვი, რომ ჩა­მო­ვალ-თქო, ჩა­მო­ვე­დი. ვამ­ბობ, იქ ჩა­ვა­ლო, იქაც ჩა­ვალ და ძა­ლი­ან მალე. ასე, რომ მე უკვე ვამ­ზა­დებ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო უნდა მო­ემ­ზა­დოს. ეს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ძა­ლი­ან მალე და აუხ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ითხო­ვენ. უნდა ბიჭს, რომ ჩა­ვი­დე, რა პრობ­ლე­მაა. მე აგერ ვარ და და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ ამ სურ­ვილს,“ - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა „რუს­თა­ვი 2“-თან სა­უ­ბარ­ში.

მი­სი­ვე თქმით, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ­ერ­თხელ და­ა­დას­ტუ­რა, რომ თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ექ­სტრა­დი­რე­ბას არ ახ­დენს.

„ვერ გა­ვი­გე, უკ­რა­ი­ნა და­ბა­ლი ღობე ჰგო­ნია ივა­ნიშ­ვილს. ჰო­ლან­დი­ის მუდ­მი­ვი მცხოვ­რე­ბე­ლი რომ ვარ და ჰო­ლან­დი­უ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბით რომ გა­და­ვა­ად­გილ­დე­ბი მსოფ­ლი­ო­ში, ჰო­ლან­დი­ას რა­ტომ არ გა­უგ­ზავ­ნა მო­თხოვ­ნა ექ­სტრა­დი­რე­ბის თა­ო­ბა­ზე. უკაც­რა­ვად, ეს ის ივა­ნიშ­ვი­ლი ხომ არ არის და პრო­კუ­რა­ტუ­რა რო­მე­ლიც წე­ლი­წა­დის თუ წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ ეხ­ვე­წე­ბო­და მუხ­ლებ­ზე პო­რო­შენ­კოს, რომ შენი ჭი­რი­მე, არ გად­მოს­ცე სა­ქარ­თვე­ლო­სო და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა აე­რო­პორ­ტი და­კე­ტა იმ პე­რი­ოდ­ში, როცა კი­ე­ვი­დან აფ­რინ­და ჩემი თვითმფრი­ნა­ვი, რომ­ლი­თაც ქვეყ­ნი­დან ჩემს დე­პორ­ტა­ცია მოხ­და“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ambebi.ge

 
წაკითხვა 659 ჯერ

სიახლეები