ამ გვერდის ამობედვა

"ქართულმა ოცნებამ" ნანა კოსტავა ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გაათავისუფლა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, ქართული ოცნების დეპუტატი ნანა კოსტავა, რომელმაც სალომე ბარკერზე არაეთიკური პოსტი გამოაქვეყნა თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

 

"ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა დღეს (31.05.2019) გამართულ სხდომაზე მიიღეს. ფრაქციას დღეიდან ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს."- ნათქვამია ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

 

1 2

წაკითხვა 655 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 31 2019