ამ გვერდის ამობედვა

ზელენსკიმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არ მიულოცა - როგორ ხსნიან ფაქტს ექსპერტები

სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის "ურ­თი­ერ­თო­ბის გამ­ყინ­ვა­რე­ბის" ახა­ლი ეტა­პი იწყე­ბა, - ასე ხსნი­ან პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი უკ­რა­ი­ნის ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკის არა­დიპ­ლო­მა­ტი­ურ ნა­ბიჯს, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღის არ­მი­ლოც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის შემ­დეგ, ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკი მე­ო­რე პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რია მსოფ­ლი­ო­ში, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე არ მი­უ­ლო­ცა. პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი ამის მი­ზე­ზად სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფაქ­ტორს ასა­ხე­ლე­ბენ და ფიქ­რო­ბენ, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში, და­მარ­ცხე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო აღ­მოჩ­ნდე­ბა.

უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ჯერ კი­დევ მა­შინ გამ­წვავ­და, რო­დე­საც მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა პეტ­რო პო­რო­შენ­კომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კი­ევ­ში მი­იწ­ვია და სა­ბო­ლო­ოდ, ოდე­სის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რად და­ნიშ­ნა. უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამ ნა­ბი­ჯით გა­ნა­წყე­ნე­ბულ­მა "ოც­ნე­ბის" მთავ­რო­ბამ სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნის ელჩი და­ი­ბა­რა და ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბი მოს­თხო­ვა. ხოლო მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ი­ნა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გავ­ლე­ნა შემ­ცირ­და, ორ მე­გო­ბარ ქვე­ყა­ნას შო­რის "გამ­ყინ­ვა­რე­ბა" დას­რულ­და და 2017 წელს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი პო­რო­შენ­კოც კი სტუმ­რობ­და.

 

"ეს არ არის ოკუ­პა­ცი­ის ხაზი, ეს არ არის გამ­ყო­ფი ხაზი, ეს არის უფსკრუ­ლი წარ­სულ­სა და მო­მა­ვალს შო­რის. შე­ხე­დეთ ამ მო­ქა­ლა­ქეს თვა­ლებ­ში, ეს არის რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის შე­დე­გი. ერთი მხრივ, ჩვენ ვხე­დავთ აყ­ვა­ვე­ბულ თბი­ლისს, სას­ტუმ­რო­ებს, კუ­რორ­ტებს, ბედ­ნი­ერ ხალ­ხს, ინ­ვეს­ტო­რებს, ეკო­ნო­მი­კურ ზრდას, უვი­ზო რე­ჟიმს, ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას. მე­ო­რე მხრივ კი, ვხე­დავთ ცრემლს, უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას, მათ არ აქვთ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის უფ­ლე­ბა. ჩვენ­თვის ეს არის უდი­დე­სი მო­ტი­ვა­ცია, რომ აღ­ვად­გი­ნოთ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა, რო­გორც უკ­რა­ი­ნის, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­სი და ამის­თვის გა­ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს. ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ვიმ­ყო­ფე­ბი აქ, რათა ვუ­თხრათ მათ, რომ ისი­ნი მარ­ტო­ე­ბი არ არი­ან, ჩვენ მათ გვერ­დით ვართ", - გა­ნა­ცხა­და მა­შინ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის მი­სა­მარ­თით პეტ­რო პო­რო­შენ­კომ.

თუმ­ცა, ურ­თერ­თო­ბის დათ­ბო­ბა დრო­ე­ბი­თი აღ­მოჩ­ნდა. უკ­რა­ი­ნა­ში ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის მოს­ვლის შემ­დეგ, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ბზა­რე­ბი კვლავ გაჩ­ნდა. ამ­ჯე­რა­დაც ამის მი­ზე­ზი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია, რო­მელ­მაც "რე­ინ­კარ­ნა­ცია" გა­ნი­ცა­და და უკ­რა­ი­ნა­ში მი­სა­ღებ პო­ლი­ტი­კურ ფი­გუ­რად კი­დევ ერთხელ იქცა. უკ­რა­ი­ნის ახ­ლად არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მისი ქარ­თვე­ლი კო­ლე­გა ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე მი­იწ­ვია და სა­ქარ­თვე­ლოს­გან გუ­ლი­თა­დი მი­ლოც­ვაც კი "და­იმ­სა­ხუ­რა". თუმ­ცა, ინა­უ­გუ­რა­ცი­ი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, ზე­ლენ­სკის რა­ტომ­ღაც არ გახ­სე­ნე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღის მი­ლოც­ვა.

პო­ლი­ტო­ლო­გი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან ამ ჟესტს ცუდ დიპ­ლო­მა­ტი­ურ ნა­ბიჯს უწო­დებს და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნი უჩ­ნდე­ბა, მით უფრო, რომ ამას წინ უს­წრებ­და ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ჩას­ვლა უკ­რა­ი­ნა­ში.

"ეს ძა­ლი­ან ცუდი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯია უკ­რა­ი­ნის მხრი­დან. უც­ნა­უ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, იმი­ტომ, რომ მა­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე მი­იწ­ვი­ეს. რამ­დე­ნი­მე დღე­ში რა შე­იც­ვლა არ ვიცი. ან ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ხომ არ თქვა რამე "სას­წა­უ­ლი", კაც­მა არ იცის. ინა­უ­გუ­რა­ცი­ის მერე რამ­დე­ნი­მე დღე­ში არ გვი­ლო­ცავს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია და ბევრ კი­თხვის ნი­შანს აჩენს. თუმ­ცა იმან, რომ უკ­რა­ი­ნა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­სურ­ველ პერ­სო­ნად მი­ი­ღეს, მა­შინ­ვე ვთქვი, რომ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს და­ძა­ბუ­ლო­ბა უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის, შე­იძ­ლე­ბა ეს ამის გა­მო­ძა­ხი­ლიც იყოს.

ის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რი იმუ­შა­ვებ­და, ამა­ზე ად­რეც მი­სა­უბ­რია. სა­ა­კაშ­ვი­ლი რო­დე­საც ასე­თი მი­სა­ღე­ბი ფი­გუ­რაა, გინ­და-არ გინ­და, მათ გან­წყო­ბებ­ზე აი­სა­ხე­ბა. ეს ძა­ლი­ან და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, იმი­ტომ, რომ ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნა სრუ­ლი­ად სხვა პო­ლი­ტი­კურ წო­ნას, როლ­სა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბას იძენს აშშ-სთვის. პირ­ველ ივ­ნისს უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩო აშშ-ში აცხა­დებს, რომ ამე­რი­კის კონ­გრეს­ში შე­ვი­და კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რომ­ლი­თაც უკ­რა­ი­ნას უნდა მი­ე­ნი­ჭოს აშშ-ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­ხედ­რო მო­კავ­ში­რის სტა­ტუ­სი. ამავდრო­უ­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორმ­ცია, რომ ტრაპ­მა ზე­ლენ­სკი შეხ­ვედ­რა­ზე მი­იწ­ვია. ამე­რი­კის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რის როლ­ში, უკ­რა­ი­ნის და­კარ­გვა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­კარ­გია. ეს ძა­ლი­ან მძი­მე შე­დე­გე­ბით შე­იძ­ლე­ბა მო­უტ­რი­ალ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს. მით უფრო, რომ ვაკ­ვირ­დე­ბით ანაკ­ლი­ი­სა და ფო­თის პორ­ტის გარ­შე­მო დატ­რი­ა­ლე­ბულ ვნე­ბა­თა­ღელ­ვას და იმ უც­ნა­ურ უარს, რო­მე­ლიც ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ ფო­თის პორ­ტს უთხრა. რომ არა უპ­რეც­დენ­ტო ზე­წო­ლა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის მხრი­დან, დიდი ალ­ბა­თო­ბით ეს შერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი იყო, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ასეთ გან­ცხა­დე­ბას არ მო­ვის­მენ­დით. ამი­ტომ მხო­ლოდ იმის გა­ნა­ა­ლი­ზე­ბას, რომ ზე­ლენ­სკიმ არ მოგ­ვი­ლო­ცა, არ მი­ვიჩ­ნევ სწო­რად, ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თა­მენთთან კავ­ში­რი­შია", - უთხრა AMBEBI.GE-ს ლა­გა­ზი­ძემ.

ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ახა­ლი ბზა­რე­ბის გა­ჩე­ნა­ზე სა­უბ­რობს პო­ლი­ტო­ლო­გი სოსო ცინ­ცა­ძეც და ამა­ში გარ­კვე­ულ­წი­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ადა­ნა­შა­უ­ლებს.

"უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა­თა მო­მავ­ლის ვექ­ტო­რის სა­ზო­მი იყო სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის აღ­დგე­ნა. ზე­ლენ­სკი იდგა არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე - ან სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ახალ რელ­სებ­ზე გა­დაყ­ვა­ნა-გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, ან სა­ა­კაშ­ვი­ლის შეყ­ვა­ნა უკ­რა­ი­ნა­ში. მან სა­ბო­ლო­ოდ არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა. ამით დამ­თავ­რდა ყვე­ლა­ფე­რი, ბრმა უნდა იყო, ან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი, რომ ამ­ბობ­დე - უკ­რა­ი­ნა ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი­აო. მათ არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თეს სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სარ­გებ­ლოდ, ეს "ოც­ნე­ბის­თვის" ძა­ლი­ან ცუ­დია. ესე­ნი უკა­ნას­კნელ ხი­დებს ან­გრე­ვენ უკ­რა­ი­ნის ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან. ის, რომ სა­ა­კა­შილს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აღუდ­გი­ნა, ნიშ­ნავს, რომ ზე­ლენ­სკის სულ სხვა ხედ­ვე­ბი აქვს სა­ა­კაშ­ვილ­თან მი­მარ­თებ­ში. ამ დროს შენ რომ სა­ა­კა­შილს ლან­ძღავ, კენ­ჭს ის­ვრი ზე­ლენ­სკის ბოს­ტან­ში. ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და­პა­ტი­ჟა, შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ ზე­ლენ­კის­თვის პრე­ზი­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ბა. "ოც­ნე­ბას" მოს­წონს თუ არა სა­ა­კაშ­ვი­ლი, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ფაქ­ტია, ევ­რო­პა­ში ამ ადა­მი­ანს აქვს რე­ფორ­მა­ტო­რის რე­პუ­ტა­ცია. ევ­რო­პას ნაკ­ლე­ბად ადარ­დებს, სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში რა შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვა. ჩემი აზ­რით, არ შე­იძ­ლე­ბა, ქვე­ყა­ნა­ში ცუდი ფონი არ შე­ექ­მნა იმას, რომ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არც თუ ისე სიმ­პა­თი­უ­რად იყო გან­წყო­ბი­ლი და ზო­გის ექ­სტრა­დი­რე­ბა­საც კი ითხოვ­და. მერე ით­ქვა, რომ მათი მო­ნა­ცე­მე­ბი რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებს გა­უგ­ზავ­ნეს. ბე­ნებ­რი­ვია, ეს "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­დო­მაა და გარ­კვე­ულ­წი­ლად აი­სა­ხე­ბო­და ორი ქვეყ­ნის უერ­თი­ერ­თო­ბა­ზე", - გვი­თხრა ცინ­ცა­ძემ.

უკ­რა­ი­ნის ახ­ლა­დარ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა შე­ას­რუ­ლა და სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს, ოდე­სის ოლ­ქის ყო­ფილ გუ­ბერ­ნა­ტორ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და­უბ­რუ­ნა. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლოს რამ­დე­ნი­მე გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი აქვს გა­მო­ტა­ნი­ლი. პრო­კუ­რა­ტუ­რა მის ექ­სტრა­დი­რე­ბა­ზე კი­დევ ერთხელ ალა­პა­რაკ­და.

ambei.ge

წაკითხვა 780 ჯერ