ამ გვერდის ამობედვა

"ქართული ოცნების" კანდიდატმა, ლადო კახაძემ საკუთარი არჩევანი მთაწმინდის მეთორმეტე უბანზე დააფიქსირა

მთაწმინდის მეთორმეტე უბანზე რამდენიმე წუთის წინ "ქართული ოცნების" კანდიდატმა, ლადო კახაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვისაც მისი პოლიტიკაში დაბრუნება გაუხარდა და მას მხარი დაუჭირა. 

კახაძემ აღნიშნა, რომ მთაწმინდელები ელიან ცვლილებებს, შენობების რეაბილიტაციას, ურბანულ განვითარებას. მისი თქმით ნებისმიერ დარღვევაზე აუცილებლად დაიწერება საჩივარი.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტურში მთაწმინდაზე რთმანეთს "ქართული ოცნებიდან" ლადო კახაძე, "ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატებიდან" კი შალვა შავგულიძე უპირისპირდებიან. 

http://rustavi2.ge

წაკითხვა 647 ჯერ