რეალურად, რა ანაზღაურება ექნება ზურა ხაჩიძეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილის პოსტზე
"ქუჩის ბიჭების" წევრი, მომღერალი ზურა ხაჩიძე გუშინ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილის პოსტზე დაინიშნა. როგორც ცნობილია, ხაჩიძე ტურიზმის, კულტურის და საგანმანათლებლო მიმართულებებით იმუშავებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ანაზღაურება ექნება ზურაბ ხაჩიძეს აღნიშნულ პოსტზე. აღსანიშნავია, რომ რწმუნებულებისა და მათი ადმინისტრაციის თანამშრომელთა სარგო ოდენობა კანონით რეგულირდება, კერძოდ, „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხისა და ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებით.
აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის შრომის ანაზღაურების ფონდის შესახებ მთავრობამ დადგენილება მიმდინარე წლის 28 მაისს მიიღო. რომლის თანახმადაც, სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობრივი სარგო თვეში - 5 900 ლარი, წლის განმავლობაში - 70 800 ლარითაა განსაზღვრული.
ამავე დადგენილებით, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის სარგო თვეში - 3 000; ხოლო წელიწადში - 36 000 ლარია განსაზღვრული. რაც შეეხება მოადგილეებს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობრივი სარგო თვეში - 2 900, წელიწადში კი - 34 800 ლარით არის განსაზღვრული.
ცნობისთვის, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ ხაჩიძემ საკუთარ ანაზღაურებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, რწმუნებულის მოადგილის ანაზღაურება 1 500 ლარია.
შეგახსენებთ, რომ მომღერლის ზურა ხაჩიძის სამცხე-ჯავახეთში სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ დანიშვნის შესახებ ინფორმაცია 12 ივნისს გავრცელდა.
„ეს შემოთავაზება იყო თავად გუბერნატორისგან, ასევე რეგიონალური განვითარების სამსახურისგან. ერთი კვირა მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ბატონ სოზარ სუბართან და ბესიკ ამირანაშვილთან,“-აღნიშნა თავად ხაჩიძემ.
bpn.ge
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი