ამ გვერდის ამობედვა

დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლა დაადასტურა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თანამდებობიდან წასვლა დაადასტურა. 

ეს განცხადება მან მედიასთან რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრად საჩხერის კლინიკის დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნება.

 

დავით სერგეენკომ ჯანდაცვა 2012 წელს ჩაიბარა და იუსტიციის მინისტრთან ერთად ის გამონაკლისია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე არ შეცვლილა. 2018 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის გარდა მას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა პრობლემებზე ზრუნვაც დაევალა.

 

იმის გარდა, რომ მინისტრთა კაბინეტში ხანგრძლივად იმუშავა, სერგეენკო სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევების მიხედვით ყოველთვის პოზიტიურად ფასდებოდა, როგორც გაწეული სამუშაოს, ისე პერსონალური დამოკიდებულების მიმართულებით. მაგ: მიმდინარე წლის 21 მაისის NDI-ის გამოკითხვის შედეგებით, პოლიტიკოსების მიმართ განწყობის რეიტინგში ის თბილისის მერთან ერთად ლიდერობდა, 40 პროცენტით.

წაკითხვა 755 ჯერ

სიახლეები