ამ გვერდის ამობედვა

ჯანდაცვის მინისტრად საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა

ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ეკატერინე ტიკარაძე დაიკავებს.

ტიკარაძე მედიას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრის წარდგენას ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკოც ესწრებოდა, რომელმაც თანამდებობა დღეს დატოვა.

 

ჯანდაცვის ახალი მინისტრი ეკა ტიკარაძე, მინისტრთა კაბინეტში გადანაცვლებამდე საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი იყო.

წაკითხვა 1209 ჯერ