ამ გვერდის ამობედვა

"გამოიჩინოთ კეთილგონიერება და ნუ მივცემთ ჩვენს საერთო მტერს სიტუაციით ბოროტად სარგებლობის საშუალებას"

მოვუწოდებთ მშვიდობიან დემონსტრანტებს, არ აჰყვნენ ავანტიურისტ პოლიტიკოსებს და არ გახდნენ მათი დანაშაულებრივი ზრახვების უნებლიე თანამონაწილეები, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 

მან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სიტუაციამ ანტიკონსტიტუციური ხასიათი შეიძინა.

 

„ამ წუთებში რაც პარლამენტის წინ ხდება, გასცდა გამოხატვის თავისუფლების, პროტესტის, მშვიდობიანი გამოხატვის ჩარჩოებს და შეიძინა აშკარად ანტიკონსტიტუციური ხასიათი. პირდაპირ ეთერში ვაკვირდებით ძალისმიერი შტურმის მცდელობას საქართველოს პარლამენტზე. მოვუწოდებთ მშვიდობიან დემონსტრანტებს, არ აყვნენ ავანტიურისტ პოლიტიკოსებს და არ გახდნენ მათი დანაშაულებრივი ზრახვების უნებლიე თანმამონაწილეები. პოლიცია, ძალოვანი უწყებები თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებენ საზოგადოებრივი მართლწესრიგის, კანონიერების, სახელმწიფოს და კონსტიტუციის დასაცავად. მოგიწოდებთ ყველას, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და ნუ მივცემთ ჩვენს საერთო მტერს სიტუაციით ბოროტად სარგებლობის საშუალებას“, - განაცხადა კალაძემ.

წაკითხვა 805 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 20 2019