ამ გვერდის ამობედვა

ოქრუაშვილი ხალვაშს უჩივის - რატომ აცხადებს პრეტენზიას "რუსთავი 2"-ზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი „რუს­თა­ვი 2“-ის 100%-იანი წი­ლის ახალ მფლო­ბელს, ქი­ბარ ხალ­ვაშს უჩი­ვის.

 

ოქ­რუ­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლით თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს დღეს მის­მა ად­ვო­კატ­მა მი­მარ­თა. ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ხალ­ვა­შის მიერ გუ­შინ და­რე­გის­ტრი­რე­ბულ „რუს­თა­ვი 2“-ის წი­ლებ­ზე ყა­და­ღის და­დე­ბას ითხოვს და აცხა­დებს, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია მისი სა­კუთ­რე­ბაა.

რო­გორც ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, გია ზე­დე­ლაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სამი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დას­ტურ­დე­ბა, რომ ნამ­დვი­ლია ქი­ბარ ხალ­ვა­შის ხელ­მო­წე­რა დო­კუ­მენტზე, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებს, რომ „რუს­თა­ვი 2“-ის მფლო­ბე­ლი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლია.

 

„ჩვენ უკვე გვაქვს სამი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს, რომ ნამ­დვი­ლია ბა­ტო­ნი ხალ­ვა­შის ხელ­მო­წე­რა, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან მე­ო­რე მხა­რემ ეს სა­და­ვოდ გა­ხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი სა­სა­მარ­თლომ ბა­ტო­ნი ხალ­ვა­შის მო­თხოვ­ნით 2018 წლის ნო­ემ­ბერ­ში გაგ­ზავ­ნა ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში, მაგ­რამ ბა­ტო­ნი ქი­ბა­რი დღემ­დე არ მი­სუ­ლა ექ­სპერ­ტი­ზა­ზე, რომ და­ტო­ვოს შე­სა­და­რე­ბე­ლი ხელ­მო­წე­რის ნი­მუ­შე­ბი,“-აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტით დას­ტურ­დე­ბა, რომ შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, „რუს­თა­ვი 2“-ის წილი შე­ი­ძი­ნა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა ქი­ბარ ხალ­ვა­შის სა­ხე­ლით, ასე­ვე ქი­ბარ ხალ­ვა­ში ადას­ტუ­რებს, რომ წილ­ზე სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს აქვს და არა მას.

„ეს დო­კუ­მენ­ტი ადას­ტუ­რებს იმას, რომ ქი­ბარ ხალ­ვაშს არ ჰქონ­და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ოქ­რუ­აშ­ვილ­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა რა­ი­მე მოქ­მე­დე­ბა „რუს­თა­ვი 2“-თან და­კავ­ში­რე­ბით და თუ ამ პი­რო­ბას და­არ­ღვევ­და, ის ვალ­დე­ბუ­ლი იყო, რომ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის­თვის გა­და­ე­ხა­და 7 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი ჯა­რი­მის სა­ხით. ეს პი­რო­ბა რა თქმა უნდა, დარ­ღვე­უ­ლად ით­ვლე­ბა იმი­ტომ, რომ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­თან ქი­ბარ ხალ­ვა­შის ქმე­დე­ბე­ბი შე­თან­ხმე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა,“ - აცხა­დებს ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტი სა­სეს­ხო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზეც სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც არ­სე­ბობ­და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­სა და ქი­ბარ ხალ­ვაშს შო­რის. მისი თქმით, დო­კუ­მენ­ტში სა­უ­ბა­რია, რომ ქი­ბარ ხალ­ვაშს ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მი­მართ და­ვა­ლი­ა­ნე­ბა ჰქონ­და, რო­მე­ლიც 2015 წლამ­დე უნდა გა­და­ე­ხა­და, რაც არ იქნა გა­დახ­დი­ლი და ოქ­რუ­აშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა ამ თან­ხის და­კის­რე­ბის მო­თხოვ­ნით.

mbebi.ge

წაკითხვა 656 ჯერ

სიახლეები