ამ გვერდის ამობედვა

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება

17 ნოემბერს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციას გამართავენ.

 

აქცია 17 ნოემბერს, 15:00 სათზე დაიწყება. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას კვირას, პარლამენტის წინ შეკრებილ მოსახლეობას გააცნობენ.

 

 

ოპოზიციის მოთხოვნებია: „საქართველოში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დროებითი მთავრობისა და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში“.

 

 

ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ საპროტესტო აქცია რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, ჩააგდო.

 

 

წაკითხვა 581 ჯერ

სიახლეები