ამ გვერდის ამობედვა

"თუ ასე გაგრძელდა, ვფიქრობ, პროცესები დასრულდება რიგგარეშე არჩევნებით"

რა თქმა უნდა, სამწუხარო პოლიტიკური პროცესები განვითარდა. თუ ეს ასე გაგრძელდა მომავალში, ვფიქრობ, რომ დასრულდება რიგგარეშე არჩევნებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა განუცხადა.

ის პარლამენტში ცოტა ხნის წინ მივიდა და აქციის დარბევასთან დაკავშირებულ კითხვებს არ უპასუხა.

 

„მე ვარ დეპუტატი, მე არ ვარ შსს-ს წარმომადგენელი. ეს კითხვა უნდა დაუსვათ შსს-ს წარმომადგენელს, რატომ მოხდა აქციის დაშლა,“ - აღნიშნა მან.

 

ოქრიაშვილის თქმით, ის პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ ქმედებებზე.

 

„მხარს ვუჭერ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, ასევე საპრეზიდენტო მმართველობას. ეს არის ჩემი ჩამოყალიბებული ხედვა და მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს ხედვებზე,“ - აღნიშნა მან.

წაკითხვა 468 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 26 2019