ამ გვერდის ამობედვა

პარლამენტში ახალი ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" იქმნება, რომელსაც მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს

პარლამენტში ახალი ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" იქმნება.

 

ფრაქციას 6 დეპუტატი ქმნის და მისი ხელმძღვანელი უმრავლესობიდან წასული მარიამ ჯაში იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ განუცხადა. ფრაქციის შემადგენლობაში იქნებიან: მარიამ ჯაში, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან კობერიძე.

 

 

"ფრაქცია არ იქნება მიკერძოებული, გადახრილი არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის მხარეს, რომელიც დღეს არსებობს პარლამენტში ან პარლამენტს გარეთ,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.

 

 

მისივე თქმით, ფრაქციასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ ჰქონიათ არც ეკა ბესელიასთან, არც ზაზა ხუციშვილთან.

 

 

"იმედი გვაქვს ამ ფრაქციის შექმნა იქნება სტიმული სხვა დეპუტატებისთვის ფრაქციის შექმნის. ვისაც ექნება სურვილი ჩვენს ფრაქციასთან თანამშრომლობის, ჩვენ ღია ვართ, რომ მათთან კონსულტაციები ვაწარმოოთ,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.

 

 

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რამდენად იქნება ეს ფრაქცია დაკავშირებული გიორგი კვირიკაშვილთან, რაზეც ლევან კობერიძე ამბობს, რომ ფრაქციის შექმნა მის სახელს არ უკავშირდება.

 

 

ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით განცხადება დეპუტატებმა უკვე ჩააბარეს პარლამენტის კანცელარიას.

 

 

https://www.interpressnews.ge/ka/

წაკითხვა 439 ჯერ