თბილისში, ევროპის უნივერსიტეტში ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავი იხსნება
თბილისში, ევროპის უნივერსიტეტში დღეს, 6 დეკემბერს ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავი იხსნება.
გარდა ამისა, უნივერსიტეტში დაგეგმილია ყოფილი პრემიერ მინისტრის სახელობის დარბაზის გახსნისა და "ზურაბ ჟვანია — ოფიციალური განცხადებები, გამოსვლები, ინტერვიუები" წიგნის პრეზენტაცია.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის და ზურაბ ჟვანიას დაბადების დღის აღსანიშნავად იმართება. ღონისძიებას ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, საბინე მახლი, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი და სხვა პირები დაესწრებიან. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე და შვილი, ბესარიონ ჟვანია.
ოფიციალური ვერსიით, ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის აირით დაიღუპა. 2019 წელს მისი ვარსკვლავი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ გაიხსნა. ევროპის საბჭოს სასახლის წინ იმ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების ვარსკვლავებია განთავსებული, რომლებსაც ევროპის საბჭოს მუშაობაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი.
https://on.ge/
სიახლეები
- „საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
- საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ - გერმანიის საგარეო უწყება
- ვიზალიბერალიზაცია დავიწყეთ ჩვენ, მაგრამ ამათმა, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, ესეც უკუღმა წაიყვანეს
- მაკარონი მდნარი ყველით
- " როგორ შეიძლება მოწოდებები გააკეთო დაპირისპირებაზე? „ოცნება“ ხომ არ ხარ? - ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო განცხადებებისგან "-ბექა ლილუაშვილი გიორგი ვაშაძის განცხადებაზე