ამ გვერდის ამობედვა

"ჩვენი ჯარი ჩვენი სიამაყეა - ყველას მინდა მოვუწოდო, როდესაც ვსაუბრობთ ჯარზე, მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ ამას"

ჩვენი ჯარი არის ჩვენი სიამაყე. ყველას მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, როდესაც ვსაუბრობთ ჯარზე, ყოველთვის მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ ამას,

- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ჯარის შესახებ პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

 

„პირველ რიგში, მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო ჩვენს ჯარისკაცებს. იცით, რომ ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მოხდა თავდასხმა და ხუთმა ჯარისკაცმა მიიღო დაზიანება. ჩვენი ჯარი, ჯარისკაცები არიან ჩვენი სიამაყე და ამიტომ მე ყველას მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, რომ ყოველთვის, როცა ვსაუბრობთ ჯარზე და ჩვენს ღირსეულ ჯარისკაცებზე, მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ, რამდენადაც ეს უკავშირდება ჩვენს ეროვნულ გრძნობებს და ემოციებს და ეს ჩვენი ახალგაზრდების პატრიოტული აღზრდისთვის არის მნიშვნელოვანი. ქალბატონი პრეზიდენტის განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეკონექსტი იყო განათლებასთან თუ კულტურასთან შედარება, ამას მნიშვნელობა არ აქვს, უნდა დავიცვათ ის ემოციები, რაც უკავშირდება ჯარს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“.

წაკითხვა 471 ჯერ