ბიძინა ივანიშვილი - დღევანდელობის ცინიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა, სწორედ მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს
ვინც ოკუპაცია გააფორმა - სწორედ მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში; ვინც ბოლო 30 წლის მანძილზე ლამის მექრთამეობის ეტალონად იქცა, პარლამენტის ტრიბუნიდან კორუფციაზე გველაპარაკება და სამართლიანი სასამართლოს მედროშედ უნდა წარმოაჩინოს თავი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, დიდია ცდუნება, რომ „ქართული ოცნება“ ამ ადამიანებს ისე მოექცეს, როგორც იმსახურებენ, თუმცა ივანიშვილის თქმით, მმართველი გუნდი 2012 წლის იდეალების ერთგული რჩება.
„სიდუხჭირის გარდა, წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით ოკუპაცია, ავტორიტარიზმი, ერთი პატარა ჯგუფის მიერ მიტაცებული და თავისუფალი აზრის, თავისუფალი ადამიანების დასათრგუნად მომართული სახელმწიფო ინსტიტუტები მივიღეთ. დღევანდელობის ცინიზმი კი იმაში მდგომარეობს, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა - სწორედ მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში; ვინც ფეხქვეშ გათელა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აწამა და ქუჩაში ხოცა თანამოძმე, მიიტაცა ბიზნესი, მედია და პრაქტიკულად გააუქმა თავისუფალი სიტყვა, აკრძალა ქუჩა, გახსოვთ რომ ქუჩაში გამოსვლა აკრძალული იყო - სწორედ ისინი გვდებენ ბრალს დემოკრატიის ნაკლებობაში დღეს, თანაც ნაძარცვი ფულით სახელდახელოდ გახსნილი ტელევიზიებიდან; ვინც ბოლო 30 წლის მანძილზე ლამის მექრთამეობის ეტალონად იქცა, პარლამენტის ტრიბუნიდან კორუფციაზე გველაპარაკება და სამართლიანი სასამართლოს მედროშედ უნდა წარმოაჩინოს თავი.
დიდია ცდუნება, უპასუხო მათ ისე, როგორც იმსახურებენ, მაგრამ მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი - "ქართული ოცნება" - ვრჩებით 2012 წლის იდეალების ერთგულად, მათ ახლაც მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ხალხი და ჩვენი დიდი კულტურა,“ - განაცხადა ივანიშვილმა.
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი