ამ გვერდის ამობედვა

ვროკავშირის მხარდაჭერა ციფრულ ეკონომიკას და საზოგადოებას - ინიციატივამ EU4Digital საკუთარი ვებ-გვერდი გახსნა

ინიციატივამ EU4Digital საკუთარი ვებ-გვერდი https://eufordigital.eu/geo/ გახსნა – ამ მრავალენოვან პლატფორმაზე თავმოყრილია ინფორმაცია, ახალ ამბები და რესურსები იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც ევროკავშირი ­უწევს ციფრულ ეკონომიკას და საზოგადოებას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.

 

ციფრული ბაზრების ჰარმონიზაცია წარმოადგენს ევროკავშირის ერთ-ერთ უმთავრეს მაჩვენებელს რეალური შედეგების მოსატანად მოქალაქეებისთვის აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში. ევროკავშირის მხარდაჭერა ამ სფეროში ხორციელდება ინიციატივის EU4Digitalსაშუალებით, რომელიც აერთიანებს პრიორიტეტულ საქმიანობას და პროგრამებს ამ სფეროში.

ინიციატივის EU4Digital ვებ-გვერდი აშუქებს მხარდაჭერას ინიციატივის ექვს თემატურ სფეროში, რომელთაგან თითოეულს აქვს საკუთარი გვერდი შესაბამისი ინფორმაციით, ახალი ამბებით, მოვლენებით და წარმატების ისტორიებით.

წაკითხვა 565 ჯერ