ამ გვერდის ამობედვა

"კაცმა 50 მილიონი მოიპარა, ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რა პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ?"

კაცმა 50 მილიონი მოიპარა და ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რა პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ? – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ოპოზიციური ლიდერების, მათ შორის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიმართ პოლიტიკური დევნა, რომელთა სასამართლო პროცესებიც მიმდინარეობს.

 

მისივე თქმით, თუ ადამიანს დანაშაული აქვს, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იქნება.

 

„დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებმა საზოგადოებას სიმართლე და რეალობა რომ დაანახოს, ძალიან მარტივია. შესაბამისად, ვერავინ ვერ დაიჩაგრება, ჩვენ არასოდეს არავინ არ დაგვიჩაგრავს“, – განაცხადა კალაძემ.

 

რაც შეხება გიგი უგულავას, კახა კალაძემ განაცხადა, რომ გიგი უგულავამ თვითონ აღიარა, რომ დანაშაული ჩაიდინა და ამაზე ხელი მოაწერა.

 

„რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, კაცმა 50 მილიონი მოიპარა და ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რა პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წაკითხვა 555 ჯერ