„რეგულაციები მნიშვნელოვანია, რათა საბაზისო დონეზე მოწესრიგდეს ურთიერთობები დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის"
პარლამენტის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა, მის მიერ მომზადებულ საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი" შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
მისი განმარტებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მოწესრიგდება ზეგანაკვეთური და ღამის შრომის ანაზღაურება, დამსაქმებელს დაეკისრება სამუშაო დროის აღრიცხვის ვალდებულება, მოხდება არასრულწლოვანთა შრომის რეგლამენტირება და ცვლებს შორის შესვენების ხანგრძლივობის განსაზღვრა.
კანონპროექტის მიზანია სამუშაო დროის ხანგრძლივობის, დასვენებისა და შესვენების დროებში ცვლილებების შეტანის საფუძველზე, საქართველოს მიერ დასაქმებულთა დაცვის კუთხით აღებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების განხორციელება.
„დასაქმების ადგილი არის ადგილი, სადაც ჩვენი ცხოვრების ნახევარზე მეტს ვატარებთ. შესაბამისად, აღნიშნული რეგულაციები მნიშვნელოვანია, რადგან მათ საფუძველზე დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობები საბაზისო დონეზე მოწესრიგდება", - აღნიშნა მან.
ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, კანონპროექტზე იმუშავა თითქმის ყველა დარგის წარმომადგენელმა, აქედან გამომდინარე, საკითხზე მუშაობისას მაქსიმალურად მოხდა მათი სურვილების, საჭიროებების, სპეციფიკაციისა და მოსაზრებების გათვალისწინება.
პარლამენტის წევრის განმარტებით, ამჟამად კანონპროექტის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასკვნაში მხლოდ ერთი შენიშვნაა წარმოდგენილი, ამიტომ იმედოვნებს, რომ აღნიშნული კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტის მხარდაჭერას მოიპოვებს.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი