ამ გვერდის ამობედვა

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხად

საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა.

 

შესაბამისი განცხადება სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. „ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე შენარჩუნდება.

 

„ამ ახალ ბრძოლას სჭირდება ახალი იარაღი, ამიტომ ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელებისა და მზარდი გამოწვევიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ პანდემიისათვის გამოცხადებული მზაობის გათვალისწინებით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს საზოგადოების წინაშე თავისი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა, მოსალოდნელი საფრთხის შემცირება, პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანვე. ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე, კონსტიტუციის 71-ე მუხლისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ მე-2 მუხლის თანახმად, გამოვცემ დეკრეტს, რომლის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდება საქართველოს კონსტუტიციით განსაზღვრული მთელი რიგი უფლებები, მათ შორის, გადაადგილების, მიმოსვლის, შეკრებისა და თავშეყრის უფლებები, საჯარო სერვისების მიწოდების შესაძლებლობა. ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟიმის დარღვევის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სანქციები",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინადადებით მთავრობამ მიმართა, რაც ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას უკავშირდება.

წაკითხვა 447 ჯერ