ამ გვერდის ამობედვა

"ლელო საქართველოსთვის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღანელი ქუთაისის მერის თანამდებობიდან წასვლის შესახებ

"ლელო საქართველოსთვის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მამუკა მამალაძე ქუთაისის მერის თანამდებობიდან წასვლას გამოეხმაურა:

"ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას გადადგომამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ თვითმმართველობები გადააქცია ფიქციად.

პირდაპირი წესით არჩეული ქალაქის მერი გადადგა ჩუმად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, რაც მისი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა,რადგან ქალაქის მერი არ თვლის თავს ანგარიშვალდებულად საკუთარ ამომრჩეველს წასვლის მიზეზი განუმარტოს,თუმცა მისი ძალაუფლების წყარო ხომ ქართული ოცნება და მისი არაფორმალური მმართველია.

ჭიღვარიას გადადგომით ქალაქს არაფერი დააკლდება, რადგან არჩევიდან მალევე გამოჩნდა მისი და მისი გუნდის უუნარობა. ქუთაისის მოსახლეობას კარგად ახსოვს გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩავარდნილი და საეჭვო ტენდერები, სავარაუდო კორუფციული გარიგებები. უხარისხოდ, გაჭიანურებით და რამდენჯერმე გადაკეთებული პროექტების გრძელ სიას ქალაქის წყალმომარაგების, სანიაღვრე სისტემის, თბილისის ქუჩის რეაბილიტაციისა და თეთრი ხიდის პროექტები ემატება.

გიორგი ჭიღვარია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ქვეყნის ისტორიაში შევა, როგორც წარუმატებელი და უნიათო მერი."- წერს მამუკა მამალაძე

წაკითხვა 586 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 08 2020

სიახლეები