ამ გვერდის ამობედვა

"მოვუწოდებთ ქუთაისის მერიას და ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებას დაუყოვნებლივ უზრუნველყონ აღსაზრდელებისათვის განკუთვნილი საკვები პროდუქტის სისტემატიური გადაცემა მშობლებისათვის”

თვეზე მეტია, რაც ქუთაისის 37 ბაგა-ბაღში, სადაც 10000- მდე ბავშვი ირიცხება, შეწყვეტილია სასწავლო პროცესი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, - ამის შესახებ - "ლელო საქართველოსთვის" იმერეთის ოფისის ხელმძღვანელი,- მამუკა მამალაძე აცხადებს.

მისი თქმით, ამ ხნის მანძილზე ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებამ მხოლოდ ერთხელ გადასცა აღსაზრდელთა მშობლებს ბავშვებისათვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები, ისიც მოვალეობის მოხდის მიზნით, ვინაიდან გადაცემულ პროდუქტებში ბურღულეული საერთოდ არ შედიოდა.

 

"მოვუწოდებთ ქუთაისის მერიას და ქუთაისის ააიპ-ს შორის ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე ბაგა-ბაღების გაერთიანებას დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისათვის ბიუჯეტით განსაზღვრული,ყოვლდღიური საკვებისათვის გამოყოფილი თანხის ან/და მისი შესაბამისი რაოდენობისა და ასორტიმენტის საკვები პროდუქტის სისტემატიური გადაცემა აღსაზრდელთა მშობლებისათვის, მით უმეტეს ამ ვითარებაში, როცა მათი აბსოლიტური უმრავლესობა უმუშევრადაა დარჩენილი,ელემენტარული საარსებო სახსრების გარეშე. საიტერესოა ისიც, ამ ხნის მანძილზე ვის ან რას ხმარდება ბავშვების მოვლისა და კვებისათვის გამოყოფილი თანხა?!"- აცხადებს მამუკა მამალაძე.

წაკითხვა 498 ჯერ