ამ გვერდის ამობედვა

უკრაინაში საქართველოს ელჩი, საგარეო უწყებაში დღეს გამოცხადდება

უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, საქართველოში კონსულტაციებისთვის გამოიწვიეს, საგარეო უწყებაში დღეს არის დაბარებული.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, უკრაინასთან სტრატეგიული ურთიერთობა გადახედვას არ ექვემდებარება, თუმცა აღნიშნულმა სიტუაციამ ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები შექმნა.

 

როგორც ცნობილია, დღევანდელ შეხვედრაზე საქართველო-უკრაინას შორის სამომავლო თანამშრომლობის დეტალებს განიხილავენ. 

 

საქართველოს ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრამდე, ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა.

წაკითხვა 522 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 25 2020