"ის, რაც ამ ტრიბუნიდან ბატონმა რომანმა ბრძანა არის ელემენტარული ტყუილი"-გიორგი გახარია
ის, რაც დღეს ამ ტრიბუნიდან ბატონმა რომანმა ბრძანა არის ტყუილი, ელემენტარული ტყუილი. მე ამ ტრიბუნიდან დაგპირდით, რომ კვირის ბოლომდე სოციალური გადახდები, რომლებიც ბიუჯეტმა თავის თავზე აიღო დაიწყებოდა და, რა თქმა უნდა, ეს გადახდები დაიწყო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.
მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა იმ დახმარებების შესახებ, რომლებიც მოქალაქეებმა აღნიშნულ პერიოდში მიიღეს.
„ის, რაც დღეს ამ ტრიბუნიდან ბატონმა რომანმა ბრძანა არის ტყუილი, ელემენტარული ტყუილი. მე ამ ტრიბუნიდან დაგპირდით, რომ კვირის ბოლომდე სოციალური გადახდები, რომლებიც ბიუჯეტმა თავის თავზე აიღო დაიწყებოდა და, რა თქმა უნდა, ეს გადახდები დაიწყო. დღეის მდგომარეობით, 25 მაისის შემდგომ 72 175-მა ჩვენმა მოქალაქემ მიიღო 1200 ლარის სოციალური დახმარება, კრიზისთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეის მდგომარეობით, 72 175 მოქალაქეს, უკვე, 1200 ლარის სოციალური დახმარების გაცემა სახელმწიფოს მხრიდან დაეწყო. აგრეთვე, 52 151 თვითდასაქმებულმა დღეს მიიღო 300 ლარის კომპენსაცია. 194 796 თანამოქალაქეს, ეს ის ხალხია, ვისაც სარეიტინგო ქულა აქვს 75 000 - დან 100 000-მდე სოციალური დახმარების პირველი ნაწილი ჩაერიცხა. 22 644-მა მოქალაქემ, მრავალშვილიანმა ოჯახმა სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, დღეის მდგომარეობით, პირველი ტრანში უკვე მიიღო. 40 440 შშმ პირს, მათ შორის, ბავშვებს უკვე ჩაერიცხა, დღეის მდგომარეობით, ეს დახმარება. 18 000-მა ფერმერმა უკვე შეიძინა აგრო-დიზელი შეღავათიანი ფასით და 27 000 ფერმერს აგრო ქულები დაერიცხა, რომლის გამოყენებაც მათ უკვე დაიწყეს. ეს არის 427 206 ადამიანი, რომლებმაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარება ნაღდი ფულის სახით პირდაპირ ანგარიშებზე მიიღეს," - აღნიშნა პრემიერმა.
სიახლეები
- „ქართული ოცნების“ ორგანიზებული „საყოველთაო სახალხო შეკრება“ დასრულდა
- "არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან ორი ათწლეულის მანძილზე ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა"
- "გლობალური ომის პარტიის აგრესიის მიზეზია, რომ ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია" - ბიზინა ივანიშვილი
- "საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ" - ბიძინა ივანიშვილი
- "პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა ქვეყანაში, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა"