ამ გვერდის ამობედვა

"აუცილებელია ადაპტაცია, ვირუსი არავის დაუმარცხებია" - გიორგი გახარია

ჩვენ ვამბობდით, რომ ეკონომიკური საქმიანობის გახსნას შესაძლოა მოჰყოლოდა ინფიცირებულების ზრდა, - ეს განცხადება პრემიერ მინისტრმა ჟურნალისტებთან ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

მისივე თქმით, საჭიროა ვირუსის მართვა და ეს პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეზეა გადანაწილებული.

 

"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეკონომიკური საქმიანობის გახსნასთან ერთად გაიზრდებოდა მობილობა, რასაც ვირუსის გავრცელების გაზრდაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენა, მათი ეფექტური მკურნალობა და შემდეგ ადამიანები დავუბრუნოთ თავისუფალი ეკონომიკური საქმიანობის რეჟიმს. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვეძახით ადაპტაციას. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსი არსად წასულა და არავის დაუმარცხებია. ვირუსს ცალკე აღებული სახელმწიფო ვერ დაამარცხებს, ეს არის გლობალური პრობლემა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის მართვა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეზეა გადანაწილებული," - განაცხადა გიორგი გახარიამ.  

წაკითხვა 406 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 13 2020

სიახლეები