ამ გვერდის ამობედვა

"რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 10 წლისთავზე ტრამპმა რუსეთის გამაკრიტიკებელი განცხადების გამოქვეყნება შეაჩერა"

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი თავის წიგნში წერს, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 10 წლის თავზე ტრამპმა რუსეთის გამაკრიტიკებელი განცხადების გამოქვეყნება შეაჩერა, - ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება.

 

გარდა ამისა, ტელეკომპანიის ცნობით, ჯონ ბოლტონი ასევე წერს, რომ ტრამპმა სკრიპალების მოწამვლის საქმის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაც არ მოიწონა.

 

„ბოლტონი წერს: აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, ტრამპს პირადი და ოფიციალური ურთიერთბების ერთმანეთისგან გამოყოფა უჭირს,“ - იუწყება CNN-ი.

 

ტელეკომპანის ცნობით, მათ ჯონ ბოლტონის წიგნის - „ოთახი, სადაც ეს მოხდა – თეთრი სახლის მემუარები“ - ასლი მოიპოვეს.

 

ცნობისათვის, წიგნის გამოქვეყნება 23 ივნისისთვის იგეგმება.

წაკითხვა 510 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 18 2020