ამ გვერდის ამობედვა

იქნება თუ არა ოპოზიციის საარჩვენო სიაში გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შესაძლოა არჩევნებში კენჭი გაერთიანებული ოპოზიციის სიით იყაროს.

ამის შესახებ განცხადება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა გააკეთა.

ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისის 6 ოლქში კანდიდატები დაასახელეს, თუმცა ვაკანტური რჩება დიდუბე-ჩუღურეთის და საბურთალოს ოლქები.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, მიმდინარეობს კონსულტაციები ამ ორ ოლქთან დაკავშირებით. იქნება თუ არა კანდიდატების სიაში გიორგი მარგველაშვილი, ამ კითხვაზე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ "გამორიცხული არაფერი არ არის".

წაკითხვა 377 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 19 2020

სიახლეები