ამ გვერდის ამობედვა

"ჩვენი პოზიცია უცვლელია" - ხაზარაძე

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით მათი პოზიცია უცვლელია.

მისი განმარტებით, "ლელო" აპირებს 30-ვე ოლქში თავისი მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინოს.

 

„ჩვენი პოზიცია არის უცვლელი პირველივე დღიდან. 30-ვე ოლქში წარვადგენთ ჩვენს მაჟორიტარს. თბილისში წარვადგენთ 8-ვე კანდიდატს, ჯამში 30 მაჟორიტარობის კანდიდატს. 

 

ოპოზიციამ დღეს დაასახელა თავისი კანდიდატები. ჩვენ როგორც აქამდე ბევრჯერ გვითქვამს 30-ვე ოლქში ვამზადებთ ჩვენს კანდიდატებს.

 

საბოლოოდ ჩვენ კიდევ შევაფასებთ არსებულ ვითარებას, შესაძლებელია გვქონდეს კიდევ კონსულტაცია ოპოზიციასთან, იმ ამოცანის შესასრულებლად, რასაც ჰქვია არსებული ხელისუფლების გასტუმრება და ამ ფორმულას დავექვემდებარებით, მაგრამ დღეს 30-ვე მაჟორიტარის მზადებაში ვართ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

წაკითხვა 350 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 19 2020

სიახლეები