ამ გვერდის ამობედვა

"შარშანდელი 20 ივნისი იყო მთავრობის შეცდომა" - მდინარაძე

"შარშანდელი 20 ივნისი იყო ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომა, რომელიც ბოროტულად და მავნებლურად, მიზეზად თავისი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა სხვა განშტოებებმა", - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა. 

მისი თქმით, დღევანდელი გადასახედიდან თვლის, რომ გავრილოვი არ უნდა შემოეშვათ საქართველოში. 

 

"გვაქვს ასეთი გამოცდილება – 2016 წელს საქართველოში იმყოფებოდა კოვალიოვი, რომელიც, იყო „ეფ ეს ბეს” წარმომადგენელი, თავის დროზე ერთ-ერთი ხელმძღვანელი და მათ შორის, კანონის დამრღვევი, ასეთი პრეცედენტები იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, გავრილოვის ჩამოსვლა საქართველოში და მისი პროვოკაციული მოქმედებები ალბათ უნდა გაგვეთვალა, რთული იყო, მაგრამ უნდა გაგვეთვალა. იქ იყო საპროტესტო აქცია, მოქალაქეებისა, რომლებმაც ნახეს, რომ გავრილოვი, რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი მოთავსდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამში, მათ აღარ აინტერესებდათ ეს პროტოკოლური შეცდომა იყო, ვინმემ დასვა თუ თავისთავად ჩაიდინა გავრილოვმა პროვოკაციული მოქმედება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მისი განმარტებით, სახელმწიფომ იმ დღეს თავიდან აიცილა ძალიან დიდი უბედურება, მაგრამ თავიდან ვერ აიცილა რამდენიმე ადამიანის დაზიანება. 

წაკითხვა 394 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 20 2020

სიახლეები