ამ გვერდის ამობედვა

"იმედი მაქვს, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს 142 დეპუტატი დაუჭერს" - კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა.

განცხადება კარლ ჰარცელმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.

 

„მივესალმები გადამწყვეტი საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას. სამწუხაროა, რომ განსხვავება მცირე იყო და იმედი მაქვს, რომ 29 ივნისს, საბოლოო კენჭისყრაზე 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება აღდგება და ის 142 ხმა დაფიქსირდება, რომელიც მას მხარს მაშინ უჭერდა“, - წერს ჰარცელი.

წაკითხვა 388 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 23 2020