ამ გვერდის ამობედვა

"ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ ვინც შეთანხმებას ხელს აწერდა და მონაწილე იყო, მათ ხმა უნდა მისცენ ცვლილებებს" - ეკა ბესელია

ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ ვინც შეთანხმებას ხელს აწერდა და მონაწილე იყო, მათ ხმა უნდა მისცენ ცვლილებებს, – ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას.

„იმ მეგობრებს, ქვეყნის გულმხურვალე მხარდამჭერებსა და მათ შორის, ევროკავშირის ელჩს, რომელთაც ამ საკითხზე დიდი დამსახურება აქვთ, ისევე, როგორც სხვა დიპლომატებს, სჭირდებათ დაინახონ, რომ შეთანხმების პოლიტიკური მხარდაჭერა დიდია. მისი მოწოდება იმას ნიშნავს, რომ მესამე მოსმენით ცვლილებებს სჭირდება უფრო მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა. ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ ვინც შეთანხმებას ხელს აწერდა და მონაწილე იყო, მათ ხმა უნდა მისცენ ცვლილებებს“, – აცხადებს ეკა ბესელია.

წაკითხვა 512 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 23 2020

სიახლეები