"აღმაშენებელზე ბევრად სწრაფად და კარგად გამიხსენებენ" - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ქართველები მისგან, გარკვეულ ეტაპზე, დაიღალნენ, მაგრამ ახლა ისევ დააფასეს.
სააკაშვილის თქმით, მას სამი-ხუთი საუკუნის შემდეგაც კი დააფასებენ და გაიხსენებენ და გაიხსენებენ უფრო სწრაფად, ვიდრე დავით აღმაშენებელს, რადგან მისი სიხისტის გამო, აღმაშენებლის სახელის ხსენება 5 საუკუნის განმავლობაში არ შეიძლებოდა.
„რაღაც მომენტში ქართველები ჩემგან დაიღალნენ, თუმცა ახლა ისევ დამაფასეს. ახლა ქართველებისგან სიყვარულს ვგრძნობ. სამი-ხუთი საუკუნის შემდეგაც კი დამაფასებენ და გამიხსენებენ, დარწმუნებული ვარ ამაში. დავით აღმაშენებელი ყველაზე დიდი ქართველი მეფე იყო. მას არ ვედრები. ხუთი საუკუნის განმავლობაში მისი სახელის ხსენება არ შეიძლებოდა, თუმცა მან საქართველოს სახელმწიფოებრიობა შექმნა. ის ცუდად ახსოვდათ, რადგან ხანდახან ხისტი იყო. არც მთლად სტალინი ან კალიგულა ყოფილა, თუმცა მაინც ხისტი იყო. მასთან შედარებით არავინ ვარ, მაგრამ მგონია, რომ უფრო ჩქარა გამიხსენებენ კარგად, ვიდრე დავით აღმაშენებელი გაიხსენეს. მზად უნდა იყო ამისთვის. როდესაც ჩამოყალიბებული დოგმების წინააღმდეგ მიდიხარ, ეს კულტურული, მენტალური რევოლუციაა. ტკივილის გრძნობას ტოვებ, რადგან ხალხს პროგრესისკენ ნესტოთი ექაჩები. სხვა მხარეს გადაგყავს, თუმცა ტკივილი რჩება. მათ აქვთ განცდა, რომ მათზე იძალადეს. დიახ, მათ ამ მხარეს მოსწონთ და უკან დაბრუნება არ უნდათ, თუმცა ადამიანი, რომელმაც ისინი მეორე ნაპირზე გადაიყვანა, მოსახლეობაში შერეულ გრძნობებს იწევს. ამას დაემატა რუსეთის პროპაგანდაც“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი გორდონისთვის მიცემულ ინტერვიუში.
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი