"გააშავეთ" ისე, რომ ვერც ერთ ტენდერში მიიღოს მონაწილეობა" - კალაძე
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში არსებული სკვერის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები.
ამის გამო, მერმა, შესაბამის სამსახურებს კონტრაქტორი კომპანიის მისამართით მკაცრი ზომების გატარება დაავალა.
კახა კალაძის განცხადებით, თუ კომპანია არსებულ ხარვეზებს ორი კვირის ვადაში არ გამოასწორებს, გამგეობა მასთან ხელშეკრულებას გაწყვეტს.
,,მესმის ყველანაირი პრობლემა, პანდემია, შეზღუდვები, მაგრამ ამ რთულ ვითარებაში ჩვენ არ გაგვიჩერებია ინფრასტრუქტურული პროექტები. შეიძლება იმ ტემპით ვერ მიმდინარეობდა, როგორც ეს წლის დასაწყისში იყო, მაგრამ სამუშაოები არ შეჩერებულა არცერთ პროექტზე. ამ კონკრეტულ სკვერში, სადაც სამუშაოები დიდი ხნის დასრულებული უნდა იყოს, დღეს კატასტროფული მდგომარეობაა - ტერიტორია არის გაუბედურებული, მიტოვებული, ფაქტობრივად, სანაგვედ არის ქცეული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ ისაუბრა იმ კომპანიებზეც, რომლებიც ვერ ართმევენ დაკისრებულ მოვალეობებს თავს. თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ასეთი კომპანიები საერთოდ ვერ უნდა იღებდნენ ტენდერებში მონაწილეობას. მისი თქმით, გასული წლების განმავლობაში არაერთი არაკეთილსინდისიერი კომპანია "გააშავეს".
"დაუყოვნებლივ დაიბარეთ კომპანია და თუ ორ კვირაში ვერ შეასრულებს სამუშაოებს, შეგიძლიათ, „გააშავოთ“ ისე, რომ ვერცერთ ტენდერში ვერ მიიღოს მონაწილეობა. ეს ქალაქი ყველასია და განხორციელებული პროექტებით უნდა ისარგებლოს ყველამ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი