ამ გვერდის ამობედვა

"ვიცით, რით დასრულდა ამ ორი ადამიანის მოღვაწეობა საქართველოში" - კობახიძე

სააკაშვილისა და ადეიშვილის დროს სასამართლო გახდა რეკეტის, რეპრესიების, წამებისა და ზეწოლის ინსტრუმენტი, თუ ეს შედეგი უნდა ზელენსკის, მაშინ „საიმედო ხელშია“ უკრაინული მართლმსაჯულება, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამ განცხადებით, კიევში, უკრაინის სასამართლო რეფორმის საკითხზე მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობით გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. 

 

მისი თქმით, ჩვენ უკრაინულ სახელმწიფოს უსურვებს, რომ არ განმეორდეს ის შედეგები, რაც ძალიან მძიმედ გვახსოვს მათი ცხრაწლიანი მოღვაწეობიდან საქართველოში.

 

"ჩვენ ვიცით, რით დასრულდა ამ ორი ადამიანის მოღვაწეობა განსაკუთრებით, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. ეს იყო მართლმსაჯულების სრული კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლების, კონკრეტულად, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან და გარდა კონტროლისა, სასამართლო მაშინ გახდა რეკეტის, რეპრესიების, ადამიანების წამების და ადამიანებზე ზეწოლის ინსტრუმენტი. თუ ეს შედეგი უნდა ზელენსკის, ამ შემთხვევაში, "საიმედო ხელშია" უკრაინული მართლმსაჯულება. ჩვენ უკრაინულ სახელმწიფოს ვუსურვებთ, რომ არ განმეორდეს ის შედეგები, რაც ძალიან მძიმედ გვახსოვს ჩვენ მათი 9-წლიანი მოღვაწეობიდან საქართველოში“, - განაცხადა კობახიძემ.

წაკითხვა 511 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 01 2020

სიახლეები