"ეს საშინელი განაჩენია, ამერიკის კონგრესმა პირველი სანქციები დაადო საქართველოს" - გიორგი ვაშაძე
„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ მმართველობით ხსნის ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ საქართველოს მიმართ სანქციების გატარებასთან დაკავშირებული კანონპროექტის მომზადებას.
ვაშაძის განცხადებით, საქართველოს აშშ-დან დახმარება 15%-ით შეუმცირდება, რაც „საშინელი განაჩენია“.
„დღეს გამთენიისას, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი სანქციები დაადო საქართველოს. ჩვენ „ქართული ოცნების“ მავნებლური რეჟიმის მავნებლური ქმედებებიდან გამომდინარე, 15%-ით შეგვიმცირდება აშშ-დან დახმარება. ეს აღარ არის უკვე საგანგებო განცხადება, ეს არ არის გაფრთხილება, ეს არის კონკრეტული სანქციები, რომელიც დაედო საქართველოს. სამი მთავარი მიზეზი, რის გამოც დაედო ეს სანქციები: ეს არის დემოკრატიის ხელყოფა, კანონის უზენაესობა. სასამართლო არჩევნები და ა. შ. მეორე არის საქართველოში გამეფებული ტოტალური კორუფცია, განსაკუთრებით ზედა ეშელონებში და მესამე - ეს არის ინვესტიციებისა და ბიზნესის ხელის შეშლა ქვეყანაში.
„ქართული ოცნება“ და ივანიშვილი - ეს არის რეჟიმი, რომელმაც ფაქტობრივად, განადგურების ზღვარზე მიიყვანა სახელმწიფო ინტერესები. ამერიკის მხარდაჭერის დაკარგვა საქართველოსთვის ნიშნავს მუდმივ ჩახრჩობას სიღარიბის ჭაობში, დემოკრატიის განვითარების ხელყოფას და ისეთივე ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას საქართველოში, როგორიცაა რუსეთის ფედერაციაში. ერთადერთი გზა, რაც ჩვენ გვაქვს არის ის, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ ამის წინააღმდეგ. მე ვაპირებ, რომ ბოლომდე შევებრძოლო რეჟიმს, რომელიც დაამყარა „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში“, - განაცხადა ვაშაძემ.
სიახლეები
- „ქართული ოცნების“ ორგანიზებული „საყოველთაო სახალხო შეკრება“ დასრულდა
- "არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან ორი ათწლეულის მანძილზე ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა"
- "გლობალური ომის პარტიის აგრესიის მიზეზია, რომ ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია" - ბიზინა ივანიშვილი
- "საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ" - ბიძინა ივანიშვილი
- "პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა ქვეყანაში, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა"