ამ გვერდის ამობედვა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" 16%-ზე მეტი ვერ უნდა აიღოს" - კობახიძე

50%-ს კარგად ვართ აცდენილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ „Edison Research“-ის ბოლო კვლევის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 16%-ზე მეტი ვერ უნდა აიღოს.

 

„ჩვენ გვაქვს ანალოგიურად მონაცემები, ჩვენი მონაცემებით 3-ის მაგივრად 4 არ წერია, მეტი წერია, პირველი ციფრი, ეს შემიძლია გითხრათ. 50%-ს კარგად ვართ აცდენილი. 100%-ზე რომ დავსვათ, რომც გაიუმჯობესონ მონაცემები, 16% და 5% არის მაქსიმალური შედეგი, რაც შეიძლება მათ მიიღონ, ეს მაქსიმუმის მაქსიმუმია. იმედი მაქვს ნაცმოძრაობა ვერ მიიღებს 16%-ზე მეტს და „ევროპული საქართველო“ 5%-ზე მეტს, ეს აუცილებელია, რომ ქართული დემოკრატია განვითარდეს. რაც შეეხება, Edison Research-ს ეს არის საერთაშორისო კომპანია და გვაქვს გამოცდილება კვლევების ჩატარების. ველზე ქართული კომპანია მუშაობს, რომელსაც ისინი მალავენ და რატომაც მალავენ ძალიან კარგად ვიცით. Edison-ს ჩვენ ვერაფერს დავაბრალებთ, მაგრამ ვინც მუშაობდა ქართულ ველზე ნათელია,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წაკითხვა 441 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 25 2020

სიახლეები