ამ გვერდის ამობედვა

"მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერნი რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ" - მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

„დღეს საქართველის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვესაუბრე მიმდინარე წლის შემოდგომაზე თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობის შესახებ. მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერნი რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ“, – წერს მაიკ პომპეო.

 

გიორგი გახარიასა და მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს.

წაკითხვა 431 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 28 2020

სიახლეები