"ვინ არის სააკაშვილის ტენდენციებით აღშფოთებული?" - ანა დოლიძე
ქართველი ამომრჩეველი უკვე მიჩვეულია მრავალფეროვნებას, ქართულ პოლიტიკაში მრავალხმიანობას და დარწმუნებული ვარ, თავის არჩევანს ორპოლუსიანობის საწინააღმდეგოდ გააკეთებს, - ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
ანა დოლიძის თქმით, ქართველ ამომრჩეველს არ მოსწონს ოპოზიციის შიგნით გარჩევა-გამორჩევა.
„ამ ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილზე იყო საუბარი და ამავე დროს, ძალიან მეცინება. ასე ვახასიათებ - ზურაბ ადეიშვილის მოადგილის ერთი პარტია „ევროპული საქართველო“ და ზურაბ ადეიშვილის მეორე მოადგილის პარტია - გიორგი ვაშაძეც ადეიშვილის მოადგილე იყო და მთავარი მონაპოვარი, რომელიც გიორგი ვაშაძეს აქვს, სწორედ ზურაბ ადეიშვილის დაქვემდებარების ქვეშ შედგა, საუბარია იუსტიციის სახლზე, როგორც ის ამბობს. ზურაბ ადეიშვილის მოადგილეები, როგორ აკრიტიკებენ ზურაბ ადეიშვილის პარტიას?! მგონი, ეს ჩვენს ამომრჩეველსაც არ მოსწონს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ არჩევანი არის ორი: სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, ანა დოლიძემ აღნიშნა: „ამას არ უნდა შევხედოთ ისე, რომ გული გაგვისკდეს და შეგვეშინდეს, მითუმეტეს მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილს ბევრად უფრო კარგად იცნობენ და ახლა აღმოჩნდა, რომ აღშფოთებულები არიან, თურმე მას რაღაც ტენდენციები აქვს. ვინ არის აღშფოთებული, ხალხი, რომელიც ამ ტენდენციებს 9 და 10 წელი წინააღმდეგობას არ უწევდა?! ამაში მდგომარეობს თავლთამაქცობა, თორემ ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი თავის ამომრჩეველს ამხნევებს, რომელსაც ლიდერი 8 წელია არ უნახავს. პირადად ჩემთვის, ეს განცხადება, ადამიანისთვის, რომელიც მაშინ მათ პოლიტიკას შეუიარაღებელი ხელებით წინააღმდეგობას უწევდა, საფრთხეს არ წარმოადგენს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
სიახლეები
- "სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია უწყვეტ ნაკადად მოედინება" -კახა კალაძე
- "ჩვენი ხედვა და ძალისხმევა, შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავალი ჩვენი შვილებისთვის, ურყევია"
- "თქვენ საქართველოს მოსახლეობას უნდა დაანახოთ სტაბილურობა, რომ საქართველო მარტო არაა"- პრეზიდენტი ევროკავშირის ელჩებს
- "როდესაც ხელისუფლება ხარ არ შეიძლება ახალგაზრდებს სატანისტები და სხვა ეპითეტები უწოდო!" - პრეზიდენტი
- იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა