"სააკაშვილისა და გუბაზისეული სცენარით მაიკ პომპეოს დახვედრა საქართველოსთვის კიდევ ერთი დარტყმის მიყენების მცდელობა იქნება"
სააკაშვილისა და გუბაზისეული სცენარით მაიკ პომპეოს დახვედრა, საქართველოსთვის კიდევ ერთი დარტყმის მიყენების მცდელობა იქნება, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას, რომლის თანახმად, პომპეოს საქართველოში ჩამოსვლის დღეს „ხალხის მასობრივი მობილიზაცია უნდა იყოს“.
ვოლსკის შეფასებით, სააკაშვილს ქვეყნის დესტაბილიზაციის გამოწვევი ჩანაფიქრები აქვს.
„მიხეილ სააკაშვილი ხიბლის ცოდვით არის შეპყრობილი და კიდევ სხვა ისეთი ჩანაფიქრები აქვს, რაც ქვეყნის დესტაბილიზაციას გამოიწვევს. როცა ხიბლზე ვსაუბრობთ, მოუსმინეთ, რას ამბობს მისი და ჯო ბაიდენის ურთიერთობაზე, თურმე, ობამაც მისი დახმარებით აირჩიეს ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე. ღურბელ-ღრუბელ და გვირაბებით სიარულს რომ თავი დავანებოთ, მას ისეთი შეგრძნება აქვს, რომ ის არის ლიდერი იმ პოლიტიკური ძალის, რომელსაც შეუძლია, დაანგრიოს. რასაკვირველია, თავის ფიქრებს კონკრეტულ განცხადებებად თარგმნის, მაგრამ ეს ფიქრები არ უკავშირდება საქართველოს ხვალინდელ დღეს და მის სტაბილურობას. ვფიქრობ, სააკაშვილისა და გუბაზისეული სცენარით მაიკ პომპეოს დახვედრა, საქართველოსთვის კიდევ ერთი დარტყმის მიყენების მცდელობა იქნება, როგორც მცდელობა ჰქონდათ იმის, რომ როგორმე საქართველოსთვის სანქციები დაეწესებინათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
სიახლეები
- "შეგვიძლია ვეტოს პროცედურა გამოვიყენოთ ცვლილებებისთვის" - ირაკლი კობახიძე
- "მეთოდები, რომლებსაც დღეს ქუჩებში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ, ძალიან რუსული, დაშინების მეთოდია" - პრეზიდენტი
- პარლამენტთან აქციაზე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ
- ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების კურსებზე მიღება იწყება
- "გამჭვირვალობის კანონი ქმნის მტკიცე გარანტიებს გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად და ე.წ. პოლარიზაციის დასაძლევად, რაც ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა"