ამ გვერდის ამობედვა

"ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს და გავამთლიანებთ საქართველოს"

ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს და გავამთლიანებთ საქართველოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა სოციალურ ქსელში წერს და ენგურის ხიდზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

"ერთიანი ძალისხმევით, შერიგებით, ნდობის აღდგენით და განვითარებით, ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს და გავამთლიანებთ საქართველოს! ოკუპაცია დროებითია", - წერს კახა კუჭავა.

წაკითხვა 491 ჯერ